მერიტოკრატია — მმართველობის ფორმა ან სხვა სტრუქტურა, სადაც თანამდებობები გადაიცემა და პასუხისმგებლობა მიენიჭებათ ადამიანებს, მათ დემონსტრირებულ ნიჭსა და შესაძლებლობებზე (დამსახურებაზე) დაყრდნობით.[1] მერიტოკრატიის დროს, საზოგადოება აჯილდოებს (სიმდიდრით, პოზიციით ან სოციალური სტატუსით) მათ, ვინც საკუთარ ნიჭსა და კომპეტენციას წარმოაჩენს თავისი წარსული ცხოვრებისეული გამოცდილებით ან რაიმე შეჯიბრში გამარჯვებით. შეფასების სისტემები, როგორიცაა, მაგალითად, ფორმალური განათლება პირდაპირ კავშირშია მერიტოკრატიულ შეხედულებებთან.

ეს ყველაფერი, ეწინააღმდეგება სხვა ღირებულებით სისტემებს, სადაც ლეგიტიმურობა ემყარება სიმდიდრის ფლობას (პლუტოკრატია), ოჯახობრივ კავშირებს (ნეპოტიზმი), საკუთრებას (ოლიგარქია), მეგობრობას (ქრონიზმი), უფროს-უმცროსობას (გერონტოკრატია), პოპულარობას (დემოკრატია) ან სხვა სოციალური სტატუსისა და პოლიტიკური ძალაუფლების დეტერმინანტებს.

ტექნოკრატია არის მერიტოკრატიის ფორმა, სადაც თანამდებობებზე დანიშნვა ხდება დემონსტრირებული ტექნიკური ექსპერტიზის საფუძველზე.

ტერმინის წარმოშობა რედაქტირება

ტერმინი „მერიტოკრატია“ პირველად ნახმარი იქნა მაიკლ იანგის 1958 წელს გამოშვებულ წიგნში „მერიტოკრატიის აღორძინება“.[2][3][4] წიგნში აღწერილია სოციალური სისტემა, რომელიც მაშინ მიისწრაფვის სოციალური რევოლუციისკენ, როდესაც ელიტები ამპარტავნები ან საჯარო აზრთან დაპირისპირებულნი ხდებიან. ამ შემთხვევაში მათ მასებისაგან დამხობა ემუქრებათ.

ტერმინის უარყოფითი მნიშვნელობის მიუხედავად, არსებობენ ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მერიტოკრატიული სისტემა დადებითი მოვლენაა. ეს უკანასკნელნი ამბობენ, რომ მერიტოკრატია უფრო სამართლიანი და პროდუქტიული სიტემაა, ვიდრე სხვა სისტემები. მერიტოკრატია ყოველთვის კრიტიკის საგანი იყო, როგორც მითი, რადგან ძალიან მარტივად ახდენს სტატუს კვოს განმტკიცებას; ღირსება (დამსახურება) ყოველთვის შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი შედეგის მომტანად წარმატებისათვის. უფრო მეტიც, წარმატებული ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, შეიძლება დამსახურებულ წარმატებულად ფორმულირდეს, მით უმეტეს, როდესაც წარმატების წინასწარგანსაზრვრა ხდება, როგორც ღირსების (დამსახურების) კრიტერიუმის.[5]

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.merriam-webster.com/dictionary/meritocracy
  2. Ford, Boris. 1992 The Cambridge cultural history of Britain. Cambridge University Press. p.34.
  3. Kamolnick, Paul. 2005. The just meritocracy: IQ, class mobility, and American social policy. Greenwood Publishing Group. p.87.
  4. Best, Shaun. 2005. Understand Social Divisions. SAGE. p.32.
  5. Stephen J. McNamee and Robert K. Miller, Jr., [The Meritocracy Myth http://www.rowmanlittlefield.com/isbn/0742510565] (Rowman & Littlefield, 2004); see also the authors' summary