მერიდის საბაგირო გზა

მერიდის საბაგირო გზა (ესპ. Teleférico de Mérida) — საბაგირო გზა, რომელიც მოქმედებდა ვენესუელაში 1960-2008 წლებში წარმოადგენდა მსოფლიოში ყველაზე მაღალ საბაგირო გზას. ძირითადად მოქცეულია მერიდის შტატის ტერიტორიაზე. საბაგიროს სიმაღლე აითვლება 1640 მეტრიდან, გზა მთავრდება 4765 მ სიმაღლეზე (ესპეხოს პიკი). მერიდის საბაგირო გზის მთლიანი სისტემა გაიხსნა 1960 წელს.

მერიდის საბაგირო გზა

საბაგირო გზა გაჭიმულია ქალაქ მერიდიდან მწვერვალ ესპეხომდე. შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ოთხი საბაგირო გზისგან, რომელთა საერთო სიგრძე შეადგენს 12,6 კმ-ს. მარშრუტის თითოეულ სექციას გააჩნია ორი განშტოება, რომელშიც ეტევა 36 მგზავრი. საბაგირო გზის მოძრაობის სიჩქარე შეადგენდა 5 მ/წმ-ს.

დახურვა რედაქტირება

2008 წლის 11 აგვისტოს ვენესუელის ტურიზმის მინისტრმა გამოაცხადა, რომ საბაგირო დაიხურებოდა. შემდგომ დღეს მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ დახურვის მიზეზი იყო ავსტრალიური ფირმის Doppelmayr Garaventa Group-ის მიერ უსაფრთხოების შესახებ გაკეთებული უარყოფითი დასკვნა. ახალი საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარეობდა 2012 წლიდან და საზოგადოებისთვის 2016 წლის 7 ოქტომბერს გაიხსნა.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Forward modernization project of the Mérida cable car Spanish. Venezuelan News Agency (January 24, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2015. ციტირების თარიღი: January 26, 2011.