მერანი მარტვილი (საფეხბურთო კლუბი)

„მერანი“საფეხბურთო კლუბი ქალაქ მარტვილიდან. საშინაო მატჩებს ატარებს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც 2 000 მაყურებელს იტევს. 2009-2010 წლების სეზონში დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში პირველად საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში პირველი ლიგის გუნდი, მარტვილის "მერანი” გავიდა ნახევარფინალში. ისტორიულ წარმატებას მიაღწია "მერანმა" 2016 წელს, მარტვილის გუნდმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში, ბათუმის "დინამო", გორის "დილა", ფოთის "კოლხეთი 1913" და საჩხერის "ჩიხურა" გამოთიშა ასპარეზობიდან და ფინალში გავიდა. ფინალურ შეხვედრაში "მერანი" ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდა ანგარიშით 1-2.

„მერანი“ მარტვილი
მერანი მარტვილის ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი მერანი მარტვილი
დაარსდა 2006
სტადიონი მურთაზ ხურცილავა
მარტვილი, საქართველო
(ტევადობა: 2,000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ფრიდონ ინჯია
მწვრთნელი საქართველოს დროშა გიორგი მანწკავა
კაპიტანი საქართველოს დროშა კიჭი მელიავა
ლიგა ეროვნული ლიგა 2
2022 მე-4, ეროვნული ლიგა 2
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორია რედაქტირება

საფეხბურთო კლუბი „მერანი“ 2006 წელს შეიქმნა, ფრიდონ ინჯიას მიერ. კლუბის დაფუძნების დროს მას გვერდში ედგნენ ემილი გალდავა და ნუგზარ მონიავა. ფრიდონ ინჯიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ფეხბურთის განვითარების საქმეში.  2006 წლიდან მოყოლებული თავის შვილთან ილიასთან და  სიძესთან კახა კოტრიკაძესთან ერთად, რომლებიც  „მერანის“ ვიცე-პრეზიდენტები არიან, წლების განმავლობაში პატრონობდა „მერანს“.

დაარსების დღიდან, ეტაპობრივად ვითარდებოდა „მერანი“ და მას შემდეგ, რაც მარტვილის ცენტრალური სტადიონი გადავიდა ფრიდონ ინჯიას საკუთრებაში, კლუბის პრეზიდენტის ინიციატივითა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხარდაჭერით მოხდა მარტვილის ცენტრალური სტადიონის სრული განახლება, რეკონსტრუქცია და მას ფრიდონ ინჯიას გადაწყვეტილებით მურთაზ ხურცილავას სახელი მიენიჭა.

2007 წლიდან კლუბის კლუბის დირექტორი გახდა ადონის პაპადოპულოსი (ელდარ ბაკურია), ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელმაც საბერძნეთის უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბებში  10 წელი ითამაშა. მას დიდი წვლილი მიუძღვის საფეხბურთო კლუბ "მერანის" ჩამოყალიბებაში და წარმატებებში.

„მერანმა“ გუნდის პირველი მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით 2007-2008 წლის პირველი ლიგის გათამაშებაში დებიუტანტი კლუბის კვალობაზე ჩინებულად იასპარეზა. 2007-2008, 2009-2010 წლებში პირველი ლიგის გათამაშებაში "მერანმა" მე-3 ადგილი დაიკავა.

2010 წელს, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველი ლიგის გუნდი მარტვილის "მერანი" საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. 2011 წელს კი, საფეხბურთო კლუბმა მარტვილის „მერანმა“ თავისი არსებობის მანძილზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია. მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური და ქართული ფეხბურთის ძლიერ კლუბთა შორის აღმოჩნდა.

უდიდეს წარმატებას მიაღწია "მერანმა" 2016 წელს, რადგან გიორგი მიქაძის გაწრთვნილი გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. 2016 წელს კლუბმა „მერანმა“ უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში გადმოინაცვლა.

2017 წელს, ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში, მარტვილის "მერანი" მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში ფოთის „კოლხეთთან“ დამარცხდა (1:2, 2:2) და 2018 წლის ჩემპიონატში ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობდა.

2018 წელს "მერანი" ლიგა 3-ში დაქვეითდა.

2019 წელს გია გიგატაძის გაწრთვნილი "მერანი" ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევდა.

2020 წლის ჩემპიონატში ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში "მერანი" მე-8 ადგილზე გავიდა და პლე-აუტის გზით მოუწია ლიგაში ადგილის შენარჩუნება. გორის "გორთან" პირველი დაპირისპირება გორში ნულოვანი ფრით დასრულდა, მარტვილში განმეორებით შეხვედრაში კი გაბრიელ საღრიშვილის, ცოტნე ფაცაციას და ლევან წოწონავას გოლებით 3:1 დაამარცხეს მარტვილელებმა მეტოქე.

2021 წელს "მერანის" მთავარ მწვრთნელად ცოტნე მონიავა დაინიშნა.

2021 წელს ახალგაზრდა მწვრთნელის, ცოტნე მონიავას გაწრთვნილი "მერანი" ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში მე-3 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. პლეი-ოფში "მერანს" მეტოქედ ქუთაისის "ტორპედო" შეხვდა. ორმატჩიანი დაპირისპირება ქუთაისური გუნდის გამარჯვებით დასრულდა და "მერანს" ერთი ნაბიჯი დააკლდა ეროვნულ ლიგაში აღზევებამდე. პირველი შეხვედრა მარტვილელებმა შეიკნე სილას და კიჭი მელიავას გოლებით 2:0 მოიგეს, განმეორებით შეხვედრაში კი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედომ" იმარჯვა 3:0.

2022 წელს "მერანმა" ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში მე-4 პოზიცია დაიკავა.

2023 წელს "მერანის" მთავარ მწვრთნელად გივი ხელაია დაინიშნა. იმავე წლის მაისში ხელაია გიორგი მანწკავამ შეცვალა.[1]

ტიტულები რედაქტირება

შემადგენლობა 2022 რედაქტირება

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   საქართველო ლუკა მიქაია
3 მცველი   საქართველო ბექა ბიბილაშვილი
5 მცველი   საქართველო გიორგი გეგია
6 ნახევარმცველი   საქართველო ლაშა ჯღამაია
7 ნახევარმცველი   საქართველო პაპუნა ფონიავა
8 ნახევარმცველი   საქართველო ზვიად სიხარულია
9 თავდამსხმელი   მალი შეიკნე სილა
10 ნახევარმცველი   საქართველო ცოტნე ფაცაცია
11 თავდამსხმელი   საქართველო ზვიად ქანთარია
14 მცველი   საქართველო ნიკა შალამბერიძე
17 ნახევარმცველი   საქართველო ლუკა კიკაბიძე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
20 ნახევარმცველი   საქართველო დათა წულაია
21 თავდამსხმელი   საქართველო თორნიკე მუზაშვილი
22 ნახევარმცველი   საქართველო დავით ლომთაძე
23 მცველი   საქართველო კიჭი მელიავა (С)
24 მცველი   საქართველო მალხაზ გაგოშიძე
28 მცველი   საქართველო ნიკოლოზ აფაქიძე
30 თავდამსხმელი   ლესოთო ნკოტო მასოაბი
31 მეკარე   საქართველო საბა ქაჯაია
33 მცველი   საქართველო ლაშა ჩალაძე
39 მეკარე   საქართველო ლაშა გორდულავა
40 ნახევარმცველი   საქართველო ლევან წოწონავა

2018/2019 წლის ტრანსფერები რედაქტირება

მოვიდნენ რედაქტირება

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე   ანდრე ნონოსი   სამგურალი წყალტუბო
მეკარე   ირაკლი ხვედელიძე   ბახმარო ჩოხატაური
მცველი   თორნიკე კაკუშაძე   სამგურალი წყალტუბო
მცველი   ზურაბ ენდელაძე   სამგურალი წყალტუბო
მცველი   ბექა ბიბილაშვილი   სამგურალი წყალტუბო
მცველი   ნიკოლოზ ხარაბაძე   კოლხეთი ხობი
მცველი   ნიკა შალამბერიძე   სამგურალი წყალტუბო
ნახევარმცველი   ჯეფერსონ ალმეიდა   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   უშანგი ბანძელაძე   სამგურალი წყალტუბო
ნახევარმცველი   ზაურ გოგუაძე   სამგურალი წყალტუბო
ნახევარმცველი   ლევან წოწონავა   კოლხეთი ხობი
ნახევარმცველი   დათა წულაია   სალხინო მარტვილი
ნახევარმცველი   ამირან როხვაძე   სულორი ვანი
ნახევარმცველი   ბაქარ ლაღაძე   სამგურალი წყალტუბო
თავდამსხმელი   გაგა ჩხეტიანი   სამგურალი წყალტუბო
თავდამსხმელი   გიორგი ბუხაიძე   ცხინვალი ცხინვალი
თავდამსხმელი   დიმიტრი მიქავა   თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   გაბრიელ საღრიშვილი   სამგურალი წყალტუბო

* — იჯარით
** — იჯარიდან

2018/2019 რედაქტირება

წავიდნენ რედაქტირება

* — იჯარით
** — იჯარიდან
მუქი შრიფტით — ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზამთრის სატრანსფერო ფანრჯისას.

მწვრთნელები რედაქტირება

  • გივი ხელაია — მთავარი მწვრთნელი
  • ალიკა კალანდია — მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
  • ბაგრატ ხელაია — მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
  • დანტე ჩალიგავა — მეკარეების მწვრთნელი[2]

კლუბის ხელმძღვანელობა რედაქტირება

სეზონები რედაქტირება

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე   კახაბერ მეშველიანი   სამგურალი წყალტუბო
მეკარე   გოგი კულუა   რუსთავი
მცველი   გიორგი ტყეშელაშვილი   თავისუფალი აგენტი
მცველი   კიჭი მელიავა   დინამო ბათუმი
მცველი   პაპუნა მოსემღვდლიშვილი   ცხინვალი
მცველი   ვაჟა ფაცაცია   დინამო ბათუმი
მცველი   იოანე ჭაბუკიანი   თავისუფალი აგენტი
მცველი   ევგენი ზაჰარჩენკო   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   დათა ლუკავა   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   გიორგი ციმაკურიძე   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   ვანო კურდღელაშვილი   ვიტ ჯორჯია თბილისი
ნახევარმცველი   ნიკოლოზ ხინთიბიძე   ზუგდიდი
ნახევარმცველი   ცოტნე ფაცაცია   დინამო ბათუმი
თავდამსხმელი   იაროსლავ გალენკო   თავისუფალი აგენტი
სეზონი ლიგა ადგ. თ. გტ გშ თასი ევროპა შენიშვნები მწვრთნელი
2007-08 პირველი ლიგა 3 27 13 5 9 36 25 44 1/16 ფინალი მალხაზ ჟვანია
2008-09 პირველი ლიგა 3 30 18 6 6 45 24 60 1/4 ფინალი მალხაზ ჟვანია
2009-10 პირველი ლიგა 3 28 17 2 9 44 31 53 ნახევარფინალი მალხაზ ჟვანია
2010-11 პირველი ლიგა 2 32 22 7 3 60 15 73 1/16 ფინალი აღზევდა — უმაღლესი ლიგა მალხაზ ჟვანია
2011-12 უმაღლესი ლიგა 8 28 6 3 19 31 55 21 1/4 ფინალი მალხაზ ჟვანია
2012-13 უმაღლესი ლიგა 8 32 10 4 18 31 51 34 1/16 ფინალი კახა ჩხეტიანი
2013-14 უმაღლესი ლიგა 12 32 6 4 22 21 60 22 1/4 ფინალი ზურაბ იონანიძე
2014-15 უმაღლესი ლიგა 11 30 9 9 12 29 33 36 1/8 ფინალი ვლადიმერ ლობასი
2015-16 უმაღლესი ლიგა 15 30 5 8 17 28 62 23 1/16 ფინალი დაქვეითდა — პირველი ლიგა ბადრი კვარაცხელია
2016 პირველი ლიგა 4 16 9 5 2 31 11 26 ფინალი აღზევდა — პროლიგა 2 გიორგი მიქაძე
2017 ეროვნული ლიგა 2 2 36 24 8 4 67 16 80 1/16 ფინალი მიხეილ მახვილაძე
2018 ეროვნული ლიგა 2 10 36 8 12 16 36 47 36 1/16 ფინალი დაქვეითდა — ლიგა 3 მიხეილ მახვილაძე
2018 ეროვნული ლიგა 2 10 36 8 12 16 36 47 36 1/16 ფინალი დაქვეითდა — ლიგა 3 ანატოლი პისკოვეცი
2018 ეროვნული ლიგა 2 10 36 8 12 16 36 47 36 1/16 ფინალი დაქვეითდა — ლიგა 3 ბაგრატ ხელაია

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „„მერანის“ მწვრთნელად გიორგი მანწკავა დაინიშნა #1TVSPORT“. 1TV. 4 მაისი, 2023. ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. გუნდის მწვრთნელები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-19. ციტირების თარიღი: 2014-02-27.
  3. კლუბის ხელმძღვანელობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2012-02-22.