მერაბ ალექსიძის ქუჩა

ქუჩა თბილისში

მერაბ ალექსიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (ქვაყრელი); ტყვარჩელის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში და ზოია რუხაძის სახელი დაერქვა. 1995 წელს მერაბ ალექსიძის სახელი ეწოდა. ქუჩაზე განთავსებულია გეოგრაფიის, გეოლოგიის, გეოფიზიკის, მათემატიკის, სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა (1970; არქიტექტორები: გ. ლეჟავა, ვ. ლიბერმანი).

მერაბ ალექსიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი საბურთალოს რაიონი
წინა სახელები ზოია რუხაძის ქუჩა

ლიტერატურა რედაქტირება