მემენტოკრისტოფერ ნოლანის 2000 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი. მისი სცენარი, რომელიც ასევე კრისტოფერ ნოლანმა დაწერა, ადაპტირებულია მისი უმცროსი ძმის, ჯონათან ნოლანის, მოთხრობიდან „Memento Mori“. მთავარ როლს ასრულებს გაი პირსი, რომელიც თამაშობს ლეონარდ შელბის, ანტეროგრადიული ამნეზიით დაავადებულ ადამიანს. საწყის სცენებში, რომელიც სიუჟეტის დასასრულს გვიჩვენებს, ნაჩვენებია თუ როგორ კლავს ლეონარდი ტედს (ჯო პანტოლიანო).

„მემენტო“
რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი
პროდიუსერი ჯენიფერ ტოდი
სუზენ ტოდი
სცენარის ავტორი კრისტოფერ ნოლანი
ნაწარმოები ჯონათან ნოლანი
როლებში გაი პირსი
კერი-ენ მოსი
ჯო პანტოლიანო
კომპოზიტორი დევიდ ჯულიანი
ოპერატორი უოლი პფისტერი
მონტაჟი დოდი დორნი
სტუდია Newmarket Capital Group
Team Todd
I Remember Productions
Summit Entertainment
დისტრიბუტორი Summit Entertainment (აშშ)
Pathé (დიდი ბრიტანეთი 2000-2010)
E1 Entertainment (დიდი ბრიტანეთი 2011-დღემდე)
გამოსვლის თარიღი 5 სექტემბერი, 2000 (2000-09-05Tვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი)
16 მარტი, 2001 (2001-03-16Tაშშ)
ხანგრძლივობა 113 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $5 მილიონი
შემოსავალი $39,723,096
საიტი http://www.otnemem.com/

მემენტო არის მაგალითი ისეთი ფილმებისა, რომელთა სიუჟეტი და თხრობის მსვლელობა განსხვავებულია. მოთხრობილი ისტორია იყოფა ორ ნაწილად, რომელთაგან ერთი ნაჩვენებია ფერადი გამოსახულებით, ხოლო მეორე შავ-თეთრით. ეს უკანასკნელი დალაგებულია ქრონოლოგიურად და ასახავს ლეონარდს, რომელიც ესაუბრება უცნობ გმირს ტელეფონით სასტუმროს ოთახში. ლეონარდის გამოძიება ცოლის მკვლელობის შესახებ კი მოთხრობილია ფერად ნაწილში უკუქრონოლოგიურად. ყოველი ფრაგმენტის დაწყების დროს, მაყურებელმა არ იცის წინამდებარე მოვლენების შესახებ, რაც მათ ლეონარდის მსგავს გაურკვევლობაში აგდებს. სრული სიუჟეტი აშკარავდება მხოლოდ ფილმის ბოლოს, როდესაც სიუჟეტის ორივე ნაწილი ერთიანდება.

მემენტოს პრემიერა გაიმართა 5 სექტემბერს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მან კინოკრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მსგავსი გამოხმაურება მიიღო მან ოქტომბერში ევროპის თეატრებში გამოჩენის შემდეგ. კრიტიკოსებმა განსაკუთრებით მოიწონეს მისი უნიკალური, არასწორხაზოვანი თხრობის სტილი და მეხსიერების, გარემოს აღქმის შურისძიების თემა. ფილმმა წარმატებას მიაღწია კინოგაქირავებაში. მან დაიმსახურა მრავალი ჯილდო, მათ შორის აკადემიის ჯილდო ორიგინალური სცენარისა და მონტაჟისთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება