სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძე, მემედ-ბეგი (დ. 18 იანვარი, 1873, ბათუმი — გ. 1937) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი.

მემედ აბაშიძე
დაბადების თარიღი 18 იანვარი, 1873(1873-01-18)
დაბადების ადგილი ბათუმი, ტრაპიზონის ვილაეთი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1937
საქმიანობა მწერალი, საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

ბიოგრაფია რედაქტირება

დაწყებითი განათლება მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XX საუკუნის დასაწყისში. სისტემატურად ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში. აქტიურად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც რამდენიმეჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1917 წელს დაბრუნდა ბათუმში. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გერსამია ს., მემედ აბაშიძე. ბიოგრაფიული ნარკვევი, ბათ., 1960;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება