„მემანქანე“ (ესპ. El Maquinista; ინგლ. The Machinist) — 2004 წლის ფსიქოლოგიური თრილერი, რომლის რეჟისორია ბრედ ანდერსონი, ხოლო სცენარის ავტორია სკოტ კოსარი. მთავარ როლს ასრულებს კრისტიან ბეილი.

„მემანქანე“
რეჟისორი ბრედ ანდერსონი
სცენარის ავტორი სკოტ კოსარი
როლებში
გამოსვლის თარიღი 2004
ხანგრძლივობა 102 წუთი[1]
ქვეყანა
  • ესპანეთი
  • აშშ
  • საფრანგეთი
  • გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $5 მილიონი[2]
შემოსავალი $8.2 მილიონი[3]

ფილმი ინდუსტრიულ ქარხანაში დასაქმებულ მემანქანე ტრევორ რეზნიკის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ინსომნიით იტანჯება. მისი არასტაბილური ფსიქოლოგიური მდგომარეობა ქარხანაში უბედური შემთხვევის მიზეზი გახდება. რეზნიკს სამუშაოდან დაითხოვენ, რის შემდეგაც მას დანაშაულისა გრძნობა და პარანოია თანდათან უფრო და უფრო სტანჯავს.

„მემანქანემ“ კრიტიკოსთაგან დადებითი გამოხმაურება მიიღო. განსაკუთრებული შექება დაიმსახურა ბეილის შესრულებამ, რომელმაც როლისთვის 28 კილოგრამი დაიკლო. ფილმი ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და აშშ-ის საერთაშორისო თანაწარმოებას წარმოადგენს.

წარმოება რედაქტირება

კრისტიან ბეილი როლისთვის დიეტას ოთხი თვის მანძილზე იცავდა, რადგან მისი პერსონაჟი ავადმყოფურად გამხდარი უნდა ყოფილიყო. მსახიობის ყოფილი თანაშემწის მიერ დაწერილი ბიოგრაფიის მიხედვით, მისი ყოველდღიური რაციონი მოიცავდა „წყალს, ვაშლს და ერთ ჭიქა ყავას, ასევე დროგამოშვებით ვისკის.“[4] ბეილმა 28 კილოგრამი დაიკლო, რის შედეგადაც მისი სხეულის წონა 54 კილოგრამი გახდა. მსახიობს სურდა, არ შეეწყვიტა დიეტა და 45 კილოგრამამდე მიეღწია, თუმცა ფილმის შემქმნელებმა მას ამის უფლება არ მისცეს, რათა ჯანმრთელობის პრობლემები არ შექმნოდა. ბეილის წონის რადიკალური დაკლება სცენარის მიხედვით არ იყო დაგეგმილი, რადგან, თავდაპირველად, როლი უფრო დაბალი, 170 სმ-ის სიმაღლის, მსახიობისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა 183 სმ-ის სიმაღლის ბეილი თავისი სურვილით შეეჭიდა ამ გამოწვევას.[5] „მემანქანის“ გადაღების დასრულების შემდეგ მსახიობს ექვსი თვე ჰქონდა იმისთვის, რომ კვლავ აღედგინა წონა ფილმისთვის „ბეტმენი: დასაწყისი“, რასაც მან ვარჯიშითა და შესაბამისი კვებით მიაღწია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. THE MACHINIST (15). Tartan Films. British Board of Film Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-22. ციტირების თარიღი: 2021-05-11.
  2. The Machinist (2004). The Numbers.
  3. The Machinist. Box Office Mojo.
  4. „Christian Bale Was Almost In 'Titanic'. The Huffington Post. 2012.
  5. „How A Typo Caused Christian Bale To Lose 60 Pounds“. The Huffington Post. 2014.