მელს ბდოიანი (დ. 25 აპრილი, 1947, ნინოწმინდა) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

მელს ბდოიანი
დაბადების თარიღი 25 აპრილი, 1947 (1947-04-25) (77 წლის)
დაბადების ადგილი ნინოწმინდა, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება სომეხი

1971 წელს დაამთავრა სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერევნის სპეციალური სკოლა და სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს როსტოვის მილიციის სკოლა. 1973-1989 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, სხვადასხვა დროს იყო ნინოწმინდის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, სახალხო დეპუტატთა ნინოწმინდის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე, ნინოწმინდის რაიონის გამგებელი; იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: ბოგდანოვკის საარჩევნო ოლქიდან, თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართწესრიგის კომისიის წევრი (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1995-1999 წლებში საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქიდან, საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წევრი. დაჯილდოებულია I, II, III ხარისხის მედლებით „უმწიკვლო სამსახურისთვის“ და „ხანძრის დროს თავდადებისთვის“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება