მელისა რაუჩი (ინგლ. Melissa Rauch; დ. 23 ივნისი, 1980, ნიუ-ჯერსი, აშშ[1]) – ამერიკელი მსახიობი. მან პოპულარობა CBS-ის სრიალ „დიდი აფეთქების თეორიაში“ შესრულებული ბერნადეტ როსტენკოვსკი-ვოლოვიცის როლით მოიპოვა. ამ როლის გამო იგი 2013 წელს ნომინირებული იყო კრიტიკოსთა რჩეულის ჯილდოზე კომედიურ სერიალში შესრულებული საუკეთესო ქალის როლისათვის.

მელისა რაუჩი
დაბადების თარიღი 23 ივნისი, 1980
ნიუ-ჯერსი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად ებრაელი
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) უინსტონ რაუჩი
შვილ(ებ)ი 1

ბავშვობა და განათლება რედაქტირება

მელისა რაუჩი დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ მალბორო თაუნში, აშშ-ში[2]. მისი მშობლები სიუზენ და დევიდ რაუჩები არიან, ასევე ჰყავს ერთი ძმა, ბენ რაუჩის სახით[1]. მან მალბოროს საშუალო სკოლა დაამთავრა[3], რის შემდეგაც უმაღლესი განათლება ნიუ-იორკში Marymount Manhattan College-ში მიიღო[4].

კარიერა რედაქტირება

მისი სატელევიზიო დებიუტი კომპანია VH1-ის სერიალ „საუკეთესო კვირაში“ შედგა[5]. 2009 წლიდან იგი კომპანია CBS-ის სერიალ „დიდი აფეთქების თეორიაში“ ბერნადეტ როსტენკოვსკის როლზე დაამტკიცეს. სერიალში იგი პენის თანამშრომლის როლში აიყვანეს, რომელიც ჩიზქეიქის კაფეში მუშაობდა მიმტანად. მოგვიანებით მისი შესრულებული როლი ძალიან მოეწონათ და ბერნადეტი მუდმივ პერსონაჟად აქციეს, მის სერიალში დასატოვებლად კი ბერნადეტი ერთ-ერთ მთავარ გმირზე, ჰოვარდ ვოლოვიცზე ჯერ დანიშნეს, შემდეგ კი დააქორწინეს. მოგვიანებით ბერნადეტსა და ჰოვარდს ორი შვილი შეეძინათ და ბერნადეტმაც ახალი, წარმატებული სამუშაო იშოვა. სერიალის გადაღებები 2019 წელს დასრულდა[6]. 2011 წელს მელისა ბერნადეტის როლისათვის ნომინირებული იყო ტელემსახიობთა გილდიის ჯილდოზე კომედიურ ჟანრში შესრულებული ანსამბლური როლისათვის. 2013 წელს ნომინირებული იყო კრიტიკოსთა რჩეულის ჯილდოზე კომედიურ სერიალში შესრულებული საუკეთესო ქალის როლისათვის

მის სხვა სამსახიობო წარმატებებს მიეკუთვნება 2010 წელს სერიალ „ნამდვილ სისხლში“ შესრულებული სამერის როლი, ასევე სერიალ „ოფისში“ შესრულებული კეით დიუკის როლი, ასევე ფილმები: „კეთი&კიმი“, „სწორი და არასწორი“ და „მე შენ მიყვარხარ, კაცო“.

2011 წლიდან იგი მონაწილეობდა კომედიური ჟანრის სერიალში „უნამდვილესი ნამდვილი დიასახლისები“. იგი ასევე არის ფილმ „ბრონზას“ თანა-პროდიუსერი ანაბელ გრეგორისთან ერთად.

2017 წელს მელისამ გაახმოვანა ჰარლი ქუინი ანიმაციურ ფილმში „ბეტმენი და ჰარლი ქუინი[7]“. ასევე მან გაახმოვანა „Light Riders-ი“ ანიმაციურ ფილმში „Blaze and the Monster Machines“

პირადი ცხოვრება რედაქტირება

2007 წლიდან მელისა რაუჩი დაქორწინებულია მწერალ უინსტონ ბიეგელზე, რომელიც ქორწინების შემდეგ მელისას გვარზე გადავიდა. 2017 წლის 11 ივლისს რაუჩმა დაანონსა, რომ ორსულად იყო, რა დროსაც განაცხადა, რომ ეს რიგით მეორე ორსულობა იყო და პირველის დროს მუცელი მოეშალა[8]. 2017 წლის 4 დეკემბერს მან გოგონა გააჩინა, სახელად სადია.[9]

აღსანიშნავია, რომ სერიალ „დიდი აფეთქების თეორიისათვის“ მან ხმა სპეციალურად დაიწვრილა და ამისათვის სპეციალური კურსებიც გაიარა, განსაკუთრებით საინტერესო კი ის ფაქტია, რომ სერიალში მისი „უცნობი“ დედამთილს, მისის ვოლოვიცს მელისას ნამდვილი მამა ახმოვანებს[10].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 "Melissa Rauch: Biography". TVGuide.com. Archived from the original on July 19, 2016. Retrieved February 4, 2015.
  2. Deerwester, Jayme (November 17, 2011). "Mayim Bialik and Melissa Rauch Five Questions დაარქივებული 2015-04-15 საიტზე Wayback Machine. ". USA Today. Archived from the original on April 15, 2015. Retrieved February 4, 2015.
  3. Considine, Bob (May 17, 2011). "Take Five With Melissa Rauch". The Star-Ledger. Newark. Retrieved February 4, 2015. I also had a terrific theater teacher at Marlboro High School who taught me a great deal and was very encouraging. There wasn't a ton to do in Marlboro, so for me, it was either hang outside the Wawa or put on a show.
  4. Mead, Wendy. "Melissa Rauch Biography: Television Actress (1980–) დაარქივებული 2016-10-08 საიტზე Wayback Machine. ". Biography.com (FYI / A&E Networks). Archived from the original on October 8, 2016. Retrieved January 29, 2016.
  5. "Profiles in Panelism: Melissa Rauch დაარქივებული 2009-12-16 საიტზე Wayback Machine. ". Best Week Ever. May 29, 2008.
  6. Riley, Jenelle (November 29, 2012). "'The Big Bang Theory' Cast On Being Part of an Ensemble". Backstage. Retrieved February 4, 2015.
  7. Trumbore, Dave (August 30, 2017). "'Batman and Harley Quinn' Review: An Insult to Fans of 'Batman: The Animated Series'". Collider.com. Retrieved January 1, 2020. I don’t know if I can blame Melissa Rauch for any of this, but it was not a great introduction for her take on Harley.
  8. Rauch, Melissa. "'Big Bang Theory' Star Melissa Rauch Announces Her Pregnancy and Reflects on Previous Miscarriage ". glamour.com. Retrieved September 27, 2017.
  9. "Actress Melissa Rauch Welcomes A 'Beautiful Baby Girl' Named Sadie". The Huffington Post.
  10. "Melissa Rauch of Big Bang Theory Does S&M-Inspired Photo Shoot for Maxim". The Huffington Post. November 16, 2013. Retrieved September 27, 2015.