მეიერის ლიმონილიმონისა და ფორთოხლის ჰიბრიდული ჯიში. ჩინური წარმოშობისაა. ტანდაბალი, უეკლო ხე ან ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1,5-2 მ აღწევს, ნაყოფი მოყვითალი-ნარინჯისფერია, მომრგვალო-ოვალურია, მისი სიგრძეა 6-7,5 სმ, სიგანე 5,2-5,5 სმ. მასა 110-125 გ. დაბალი ხარისხისაა, აქვს მცირე მჟავიანობა, სპეციფიკური გემო; დიდხანს არ ინახება. რბილობი წვნიანი, კანი თხელი და პრიალაზედაპირიანი.

მეიერის ლიმონი
დაუმწიფებელი ნაყოფი
დაუმწიფებელი ნაყოფი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Sapindales
ოჯახი:  ტეგანისებრნი
გვარი:  ციტრუსები
სახეობა:  მეიერის ლიმონი
ლათინური სახელი
Citrus × meyeri

თითოეული ხე 1000-1200 ცალ ნაყოფს იძლევა, ადრემსხმოიარეა. კარგი საოთახე კულტურაა. ყოფილ სსრკ-ში მეიერის ლიმონი გავრცელებულია შუა აზიის, შავი ზღვის სანაპიროებსა და აზერბაიჯანის სუბტროპიკული ზონის რაიონებში.

ლიტერატურა რედაქტირება