მეზვრიანთკარის ნამოსახლარი

მეზვრიანთკარის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეზვრიანთკარ

მეზვრიანთკარის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეზვრიანთკარის სიახლოვეს, ჯვარმუხად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. 1989 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

ნამოსახლარი შედგებოდა ორი სწორკუთხა სათავსისგან, რომელიც დაინგრა გზის მშენებლობის დროს. ნაგებობათა კედლები ნაშენი ყოფილა ალიზით. შემორჩენილი იყო მოსელილი იატაკი და ჭერის საყრდენი ბოძების ქვის ბალიშები. გამოვლინდა სასუფრე და სამეურნეო დანიშნულების თიხის ჭურჭლის ნატეხები, თიხის კვირისტავი, ბრინჯაოს სამაჯური და სხვა.

აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა რედაქტირება