მეგი – ქართველი გოგონა

მეგი – ქართველი გოგონა — ემიგრანტი ქართველი მწერლის, გერმანიაში მოღვაწე გრიგოლ რობაქიძის 1932 წლის რომანი.

„მეგი – ქართველი გოგონა“
ავტორი გრიგოლ რობაქიძე
ქვეყანა ვაიმარის რესპუბლიკა
ენა გერმანული
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 1932
გვერდი 200

რომანის შესახებ რედაქტირება

გრიგოლ რობაქიძისმეგი – ქართველი გოგონა“ 1932 წელს ტიუბინგენში, რაინერ ვუნდერლიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. რომანის თავდაპირველი სათაური „მედეას ნაწნავები“ იყო და როგორც ჰანს ჰატო ფონ ველტჰაიმისადმი მიწერილი ბარათიდან ირკვევა, მწერალს ორიგინალის ტექსტი რუსულ ენაზე შეუქმნია. ამ ფაქტს გრიგოლ რობაქიძე შემდეგნაირად ხსნის: „მაშინ უკვე მქონდა საიდუმლო განზრახვა გერმანიაში გაპარვისა. მინდოდა გერმანული ტექსტი ხელთ მქონოდა. ჩემი მეგობარი რაინჰოლდ ჩაკერტი, რომელიც ამ წიგნის მთარგმნელად არის დასახელებული, ქართულს არ ფლობდა. ორმაგი სამუშაო რომ თავიდან ამეცდინა, ჯერ ქართულად დამეწერა რომანი და მერე რუსულად მისთვის, „მეგის“ ორიგინალური ტექსტი იმთავითვე რუსულად შეიქმნა“.[1]

პერსონაჟები რედაქტირება

  • „მეგი“ — მთავარი პერსონაჟი - მეგრელი გოგონა
  • „ციცინო“ — მეგის დედა
  • „მენიკი“ — ოჯახის მსახური
  • "უტუ" - მოსამსახურე

რომანის თარგმანები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. literacy.ge