სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წულუკიძე.

მეგი სიმონის ასული წულუკიძე (დ. 1 იანვარი, 1921, თბილისი — გ. 6 ნოემბერი, 1993, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1966). რეჟისორ სიკო დოლიძის მეუღლე.

მეგი წულუკიძე
დაბადების სახელი მეგი წულუკიძე
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1921
გარდაცვალების თარიღი 6 ნოემბერი, 1993 (72 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია რედაქტირება

1938 წელს დაამთავრა ბათუმის საშუალო სკოლა. 1939–1941 წლებში ცხოვრობდა ხაბაროვსკში და აქვე სწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში. 1941 წელს დაბრუნდა ბათუმში. 1946 წელს სოხუმის დრამატულ თეატრში იწყებს მოღვაწეობას, 1948–1949 წლებში ბათუმის სახელმწიფო ფილარმონიაშია, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია.

1954 წელს იგი მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი პირველი ფილმი იყო „ქართული ბალეტის ოსტატები“. მან ასევე ითამაშა ფილმებში: „ეთერის სიმღერა“, „სხვისი შვილები“, „ფატიმა“, „მე ვიტყვი სიმართლეს“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, „აბესალომ და ეთერი“, „პალიასტომი“, „გაქცევა განთიადისას“, „ჭიაკოკონა“ და სხვები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 406, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება