მეგიდო (ებრ. מגידו‎) — ბორცვი ისრაელის ტერიტორიაზე, მეგიდოს კიბუცის სიახლოვეს, იერუსალიმიდან 90 კმ-ით ჩრდილოეთით. ცნობილია თავისი ისტორიული, გეოგრაფიული და თეოლოგიური მნიშვნელობით, მაგრამ ძირითადად ბერძნული სახელით არმაგედონი.

მეგიდო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** აზია
კოორდინატები 32°35′00″ ჩ. გ. 35°11′00″ ა. გ. / 32.58333° ჩ. გ. 35.18333° ა. გ. / 32.58333; 35.18333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2005  (29-ე სესია)
ნომერი 1108
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1108
ინგლ.რუს.ფრ.

უძველეს დროში, მეგიდო მნიშვნელოვანი ქალაქი-სახელმწიფო იყო. იგი ნანგრევების 26 ფენისაგან შედგება და მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას, კარმელის მთისკენ მიმავალ გზაზე, გადაჰყურებს ისრაელის ველს. ამ ადგილს განსაკუთრებული სტრატეგიული დატვირთვა ძველ დროში ჰქონდა, რადგან აქ გადიოდა სავაჭრო და სამხედრო გზები.

2005 წელს, იუნესკომ მეგოდო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: