მებრძოლთა კლუბი (ფილმი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მებრძოლთა კლუბი.

მებრძოლთა კლუბი (ინგლ. Fight club) — რეჟისორ დევიდ ფინჩერის 1999 წლის საკულტო ფილმი. გადაღებულია ჩაკ პალანიკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ბრედ პიტი, ედვარდ ნორტონი და ჰელენა ბონემ კარტერი.ის დაფუძნებულია 1996 წლის, ამავე სახელის რომანზე,ჩაკ პალანიკის ავტორობით.ნორტონი თამაშობს უსახელო " ნარატორს",რომელსაც მობეზრდა მისი თეთრსაყელოიანი სამსახური.ის აფუძნებს "მებრძოლთა კლუბს" ,საპნების გამყიდველ ტაილერ დერდენტან ერთად(პიტი), ის დაამყარებს ურთიერთობას მასან და ღარიბ ქალთან,მარლა ზინგერთან(ბორნემ კაარტერი).

„მებრძოლთა კლუბი“
დამდგმელი რეჟისორი დევიდ ფინჩერი
პროდიუსერი არტ ლინსონი
სცენარის ავტორი ჯიმ ულში
ნაწარმოები „მებრძოლთა კლუბი"
ჩაკ პალანიკი
როლებში ბრედ პიტი
ედვარდ ნორტონი
კომპოზიტორი Dust Brothers
ოპერატორი ჯეფ კრონენვეთი
მონტაჟი ჯეიმზ ჰეიგუდი
სტუდია Regency Enterprises
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი 15 ოქტომბერი, 1999
ხანგრძლივობა 139 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 63 მლნ აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 100,853,753 აშშ დოლარი[1]

პალანიკის ნოველა აირჩია Fox 2000 Pictures - ის პროდიუსერმა ლაურა ზისკინმა,რომელმაც აიყვანა ჯიმ უილსი, ნოველის ფილმის სცენარად გადასაკეთებლად.ხოლო ფინჩერი მისი ამბის მიმართ ენთუზიაზმის გამო აიყვანეს.მან განავითარა ფილმის სცენარი უილსთან ერთად, ისინი სცენარზე რჩევას ეკითხებოდნენ "მებრძოლთა კლუბის" მსახიობებს და სხვებს კინოს ინდუსტრიაში.ყველა ფილმს ამსგავსებდა "მეამბოხე მიზეზის გარეშესა "(1955) და "კურსდამთავრებულს"(1967), რადგან ის ეხებოდა კონფლიქტს X გენერაციასა და ღირებულების სისტემას შორის.

სტუდიის შემსრულებლებს არ მოსწონდათ ფილმი,და მათ განაახლეს ფინჩერის განზრახული მარკეტინგული კამპანია ,რადგან შეემცირებინათ მოსალოდნელი დანაკარგები. მებრძოლთა კლუბმა ვერ შეძლო გაემართლებინა სტუდიის მოლოდინები სალაროებში და კრიტიკისგანაც პოლარიზებული რეაქციები მიიღო. ის იწოდა 1999 წლის ყველაზე სადავო ფილმად.ხალხმა ის მიიჩნია იმ ნიშნად,რომ ამერიკას ესაჭიროებოდა მისი პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა,მისი ვიზუალური სტილი ძირის გამომთხრელია რაციონალიზაციისთვის.მოგვიანებით ფილმმა მოიპოვა სარეკლამო წარმატება DVD-ს წარმოებიდან,მებრძოლთა კლუბი გახდა საკულტო კლასიკა, რამაც მედია იქამდე მიიყვანა,რომ თავიდან განეხილათ ფილმი.მებრძოლთა კლუბის ათიწლისთავზე The New York Times- მა ფილმს უწოდა "ჩვენი დროის განმსაზღვრელი საკულტო ფილმი".

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ნარატორი,ავტომობილების უკან დაბრუნების სპეციალისტი,უკმაყოფილოა მისი სამსახურით და პროფესიით და ასევე იტანჯება ქრონიკული ინსომნიით.ამის განსაკურნად ის ესწრება მხარდამჭერთა ჯგუფებს, მათ თავს მომაკვდავად , დაავადებულად აჩვენებს.მისი" ნეტარება" მაშინ სრულდება,როცა სხვა თაღლითი, მარლა ზინგერი,იწყებს იმავე ჯგუფებზე დასწრებას.საბოლოოდ ისინი შეთანხმდებიან,რომ ჯგუფები გაიყონ.

ერთხელაც,როდესაც ის სახლში მოფრინავდა მივლინებიდან,ნარატორი გაიცნობს საპნის გამყიდველ ტაილერ დერდენს.ის დაბრუდება თავის ბინაში და აღმოაჩენს,რომ მთელი თავისი კუთვნილება განადგურდა, აფეთქების გამო.მატერიალური დანაკარგით იმედგაცრუებული,ურეკავს ტაილერს და სთხოვს,რომ შეხვდეს ბარში.ტაილერი მას ეტყვის, რომ კონსუმერიზმით არის დატყვევებული.ხოლო ავტოსადგომზე ის სთხოვს ნარატორს ,რომ დაარტყას,და შემდეგ მუშტებით იჩხუბებენ.

ნარატორი საცხოვრებლად გადავა ტაილერის სახლში,დიდი დანგრეული სახლი იდუსტრიულ უბანში.მათ კიდევ მოაწყვეს ჩხუბი ბართან, რამაც მეტი და მეტი მამაკაცი დააინტერესა.შემდეგ ამ ჩხუბებმა გადაინაცვლავ ბარის სარდაფში,სადაც მებრძოლთა კლუბის წევრები , რუტინულად ხვდებოდნენ.

ამასობაში, მარლა წამლის დოზას გადააჭარბებს და ნარატორს დაურეკავს დასახმარებლად, მაგრამ ის დააიგნორებს,მაგრამ სამაგიეროდ ტაილერი მივა მის ბინაში და გადაარჩენს.რის შემდეგაც დაიწყება მათი სექსუალური ურთიერთობა,რაც ძალიან აღიზიანებს მთხრობელს..ტაილერი პირობას ჩამოართმევს ნარატორს ,რომ მარლასთან მის შესახებ არაფერი თქვას.შემდეგ ის შანტაჟს მოუწყობს თავის უფროსს, კომპანიის აქტიბობეის გამო და აიძულებს მხარიდაუჭიროს მებრძოლთა კლუბს, რის შემდეგაც წამოვა სამსახურიდან.

ახლა კი მებრძოლთა კლუბს უფრო მეტი ახალი წევრი შეემატა,რობერთ "ბობ" პულსონის ჩათვლით,კაცის რომელსაც სათესლე ჯირკვლების კიბო აქვს, რომელსაც ნარატორი მხარდამჭერთა ჯგუფებიდან იცნობდა.ტაილერი ახალწვეულებს გარდაქმნის ანტი-მატერიალისტურ და ანტი-კორპორაციულ ორგანიზაციად,პროექტი ქაოსი,და ამას მთხრობელის ჩართულობის გარეშე იზამს.ჯგუფი ეწევა ვანდალიზმს,რაც უფრო მეტად აწუხებს ნარატორს.მას შემდეგ რაც ის დაიწუწუნებს, იმაზე რომ ტაილერი მას აღარაფერს ეუბნება და გამორიცხა, ტაილერი აღიარებს,რომ ნარატორს ბინა მან აუფეთქა.

შემდეგ პულსონს პოლიციელები მოკლავენ,დივერსიული ოპერაციის დროს, მთხრობელი ამ პროექტის შეჩერებას შეეცდება.ის დაყვება "ფურცლის კვალს" ქალაქებში , რომლებშიც ტაილერი იყო,და აღმოაჩენს რომ პროექტი ქაოსი მთელს ქვეყანაში იყო გავრცელებული.ერთ-ერთ ქალაქში კლუბის წევრი მთხრობელს მიმართავს,როგორც "ბატონო დერდენ".დაბნეული ნარატორი დაურეკავს მარლას,და აღმოჩნდება,რომ მარლაც მას ტაილერის სახელით იცნობს.ხოლო შემდეგ ტაილერი უეცრად გამოჩნდება მისი სასტუმროს ოთახში,და ცხადყოფს რომ ისინი დისოცირებული პიროვნებები არიან.მთხრობელი ტაილერი ხდებოდა მაშინ, როცა ფიქრობდა , რომ ეძინა.

ნარატორი გაითიშება, და როცა სახლში დაბრუნდება ტაილერის გეგმებს , წაშალოს ვალი, იმ შენობების განადგურებით, რომლებიც საკრედიტო ბარათების ჩანაწერებს შეიცავს,ფარდას ახდის.მთხრობელი პატიებს სთხოვს მარლას,და გააფრთხილებს,რომ საფრთხეშია,მაგრამ მას ყელსიამოუვიდა მისი წინააღმდეგობრივი საქციელი და არ მოუსმენს მთხრობელს.ნარატორი ცდილობს გააფრთხილოს პოლიცია,მაგრამ ოფიცრები პროექტის წევრები აღმოჩნდებიან.ის შეეცდება ასაფეთქებელი ნივთიერებების განიარაღებას ერთ-ერთ შენობაში , მაგრამ ტაილერი მას არ ემორჩილება.

როდეასაც ტაილერი მას იარაღს უმიზნებდა შემობის ბოლო სართულზე,მთხრობელი გაიაზრებს,რომ ის და ტაილერი ერთი და იგიე ადამიანები არიან,ასერომ იარაღი მთხრობელს უჭირავს.ის იარაღს პირში ჩაიდებს და გაისვრის,ტყვია ლოყის გავლით გამოვიდა.ტაილერი მოკვდება,და მთხრობელი შეწყვეტს მენტალურად მის წარმოდგენას.პროექტი ქაოსის წევრები , გატაცებულ მარლას შენობაში მიათრევენ.საბოლოოდ, ხელჩაკიდებული მარდა და მთხრობელი ერთად შესცქერიან ,თუ როგორ ფეთქდებიან შენობები მათ გარშემო.

როლებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Fight Club (1999). Box Office Mojo. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 29 October 2013.