„მდიდარი, ღარიბი…“ — სატელევიზიო მხატვრული ფილმი შეერთებულ შტატებში გერმანელი ემიგრანტების ბედზე.

„მდიდარი, ღარიბი…“

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი არუნას ჟებრიუნასი
სცენარის ავტორი საულიუს კონდროტასი
როლებში ლიუბომირას ლაუციავიჩიუსი,
იუოზას ბუდრაიტისი,
რეგიმონტას ადომაიტისი,
არნის ლიციტისი
კომპოზიტორი ლაიმის ვილკონციუსი
მხატვარი ალგირდას შიუგჯა
სტუდია „ლიტვის კინოსტუდია“
გამოსვლის თარიღი 1982
ხანგრძლივობა 304 წუთი / 4 სერია
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
ენა რუსული

ფილმი გადაღებულია ამერიკელი მწერლის ირვინ შოუს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. რუსულ ენაზე რომანი პირველად 1980 წელს დაიბეჭდა ჟურნალში „უცხოური ლიტერატურა“ („Иностранная литература“), ცალკე წიგნად კი 1986 წელს გამოიცა. პუბლიკაციებს შორის საბჭოთა ეკრანებზე ბალტიისპირელი კინემატოგრაფისტების მიერ გადაღებული მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმის — „მდიდარი, ღარიბი…“ პრემიერა შედგა.[1] სატელევიზიო რომანი ჯორდახების კლანის ცხოვრებაზე XX საუკუნის მოვლენების ფონზე ვითარდება. ფილმი 4 ნაწილიანია და თითოეულ სერიას თავისი დასახელება აქვს: „ოჯახი“, „გრეტჰენი“, „რუდოლფი“ და „თომასი“.

სიუჟეტი რედაქტირება

ტრაგიკული, თითქმის დეტექტიური ისტორია გერმანელი ემიგრანტების ოჯახის შესახებ ამერიკაში 1944 წლიდან 1960-იანი წლების ბოლომდე. რომანი XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოებია. ჯორდახების ოჯახის რამდენიმე თაობის ცხოვრების ისტორია გადაზრდილია მთელი ამერიკული საზოგადოების პანორამამდე. მწერალი კვალს უხსნის „ტიპიურ ამერიკელებს“, ადამიანებს წინაპართა ფესვების გარეშე, რომლებიც ცდილობენ გარღვევას ცხოვრებაში, წარმატების და სიმდიდრის მიღწევას.

ამერიკულ პატარა ქალაქ პორტ-ფილიპში, საცხობის მფლობელი აქსელ ჯორდახი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. უფროსი ვაჟი რუდოლფი მშობლებს თონეში ეხმარება, პურს აწვდის მომხმარებლებს. უმცროსი ვაჟი - თომასი ხელიდან წავიდა და ქუჩის ბიჭია, რისთვისაც პოლიციაში არაერთხელ მოხვდა. ქალიშვილი გრეტჰენი საავადმყოფოში მედდად მუშაობს.

ერთ დღეს გრეტჰენი ქუჩაში ხვდება აგურის ქარხნის მფლობელს, თეოდორ ბოილანს და მას შემდეგ ის ხშირად დადის მასთან სასახლეში. თომასს ეს არ მოსწონს და გერმანიაზე გამარჯვების დღეს, ის გადაწყვეტს გაკვეთილი ასწავლოს მაცდუნებელს. მეგობართან ერთად თეოდორის მამულში ჯვარს წვავს. მაგრამ მეგობარი პოლიციაში დაასმენს და მას აკავებენ. უფროსი ჯორდახი ბოილანს 5000 დოლარს აძლევს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისთვის. ეს მთელი მისი დანაზოგია, რომელიც რუდოლფის კოლეჯში სწავლისთვის უნდა დახარჯულიყო. პოლიციის განყოფილებიდან თომასის გადარჩენის შემდეგ მამამისი სახლიდან აძევებს. ცოტა ხანში ოჯახიდან გრეტჰენიც მიდის, საცხობს კი დანგრევას უპირებენ. აქსელ ჯორდახი თვიმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს.

ოჯახი იშლება. გრეტჰენი მეორეხარისხოვანი მსახიობი ხდება ნიუ-იორკში, მალე მას ვაჟი შეეძინება დაქორწინებული მთვრალი და მხიარული უილი ებოტისაგან, შემდეგ კი ხვდება თავის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს — რეჟისორ კოლინ ბიორკს. მაგრამ კოლინი მალევე იღუპება ავტოკატასტროფაში და, ზუსტად ისე, როგორც ეს მისი ბოლო ფილმის სცენარში ეწერა.

სახლიდან გამოსული თომასი კრივის კლუბში მუშაობს და ერთ-ერთი კლიენტის შანტაჟით იღებს 5000 დოლარს, რომელიც მამას უნდა რომ დაუბრუნოს. რუდოლფი კი მოულოდნელად იღებს ბოილანის დახმარებას 5000 დოლარის ოდენობით, რომელიც მას კოლეჯში მოსახვედრად სჭირდება. კოლეჯის დამთავრების შემდეგ რუდოლფი იწყებს მუშაობას ბოილანთან და აფართოებს თავის იმპერიას. ბოილანი თავის ერთადერთ (თუმცა უკანონო) ქალიშვილ ჯინას რუდოლფს მიათხოვებს ცოლად და ხელს უწყობს მის პოლიტიკურ კიბეზე ასვლას. რუდოლფი ხდება პორტ-ფილიპის მერი. მაგრამ მან თავისი ძალაუფლება სათანადოდ ვერ გამოიყენა და პროტესტანტ სტუდენტებთან პირველი შეტაკების შემდეგ თანამდებობა დატოვა. თომასი როდესაც გაიგებს, რომ მამამისი გარდაიცვალა, ნაშოვნ 5000 დოლარს რუდოლფს აძლევს, რომელიც ფულს აქციებში დებს თომასის სახელზე.

გადის კიდევ ათი წელი. თომასი კარგავს სამსახურს კრივის კლუბში. რუდოლფი აცნობებს თომასს, რომ მის სახელზე ნაყიდი აქციები ახლა 60 000 დოლარი ღირს და თომასი შვილ ვესლისთან (პირველი ქორწინებიდან) და მეგობარ დუაიერთან ერთად იახტას ყიდულობს საფრანგეთის ანტიბის პორტში. იახტაზე ის ხვდება ქალს, სახელად ქეითს, რომელიც ადრე ამ იახტაზე ცხოვრობდა. მალე ის ცოლად მოიყვანს და რუდოლფსა და გრეტჰენს ქორწილში ეპატიჟება. თუმცა რუდოლფის ცოლი ჯინა ბარში დათვრა და ადგილობრივი მაფიოზის ხელყოფის ობიექტი ხდება. ამის შემხედვარე თომასს მაფიოზთან შეტაკება უხდება…

განსხვავებები რომანისგან რედაქტირება

  • რომანში რუდოლფის ცოლი ჯინა არ იყო თეოდორ ბოილანის ქალიშვილი, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები.
  • რომანში აქსელ ჯორდახმა 5000 დოლარი არ გადაუხდია ბოილანისთვის და არც ჯვარის დაწვისთვის; ბოილანს არ მიუცია 5000 დოლარი რუდოლფისთვის; რუდოლფს არ უმუშავია ბოილანთან.
  • რომანში ჯინას შეეძინება ქალიშვილი, იდენი და მხოლოდ მეორე შვილი დაიბადება მკვდარი. ფილმში კი პირველი შვილი საერთოდ არ ჩანს.

როლებში რედაქტირება

  • ლიუბომირას ლაუციავიჩუსიაქსელ ჯორდახი, მამა
  • რუთა სტალილიუნაიტე — მერი ჯორდახი, დედა
  • ნელე სავიჩენკო — გრეტჰენ ჯორდახი
  • გიორგი ტარატორკინი — რუდოლფ ჯორდახი
  • იგორ როგაჩოვი — რუდოლფ ჯორდახი ახალგაზრდობაში
  • რემიგიუს საბულისი — თომას ჯორდახი
  • საულიუს ბალანდისი — თომას ჯორდახი ახალგაზრდობაში
  • რეგიმონტას ადომაიტისითეოდორ ბოილანი
  • იურატე ონაიტიტე — ჯინა, რუდოლფის ცოლი
  • იუოზას ბუდრაიტისიდენტონი
  • გედიმინას გირდვაინისი — დუაიერი
  • მირზა მარტინსონე — ქეითი, თომასის ცოლი
  • არნის ლიციტისიკოლინ ბიორკი, გრეტჰენის ქმარი
  • ვიტაუტას ტომკუსი — ჯო, პოლიციელი
  • რომუალდას რამანაუსკასი — ვილი ებოტი
  • ძიდრა რიტენბერგა — მისის ლუჩია
  • აუდრის ჰადარავიჩიუსი — გინეკოლოგი
  • ვაივა მაინელიტე — ფრანგულის მასწავლებელი

Საინტერესო ფაქტები რედაქტირება

ფილმის მთავარ თემას — „მშვენიერი ამერიკა“ — ასრულებს ელვის პრესლი.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება