მდელოს მატკვარცანა

ყვითელი და ლამაზი მდელოს მცენარე

მდელოს მატკვარცანა (ლათ. Lathirus pratensis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს 30-100 სმ სიგრძის აღმამდგომი ან მხოხავი ღერო, მარტივი ან დატოტვილი ულვაშით დაბოლოებული რთული ფოთლები და მტევნებად შეკრებილი, კაშკაშა ყვითელი ყვავილები.

მდელოს მატკვარცანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  პარკიანები
ოჯახი:  პარკოსანნი
გვარი:  ცულისპირა
სახეობა:  მდელოს მატკვარცანა
ლათინური სახელი
Lathyrus pratensis L., 1753
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 120075014

გავრცელებულია ევროპაში, მცირე, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, კავკასიაში, ციმბირსა და შუა აზიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება მდელოებსა და ბუჩქნარებში, ყანებში, მთის შუა, იშვიათად ზედა სარტყელში. საქონლის საკვები მცენარეა.

ლიტერატურა რედაქტირება