მგზავრული, ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერა. ასრულებენ მამაკაცები მგზავრობის დროს. მგზავრულს ახასიათებს ემოციური მელოდია, გამოკვეთილი რიტმი, ნათელი ფაქტურა, ომახიანი შესრულება, სტროფული ფორმა. პოეტური ტექსტი ნებისმიერია. მგზავრული ზოგჯერ მხოლოდ ცალკეული შეძახილებით („არალო“, „არალალო“) — სრულდება. უფრო ხშირად კი გზასთან დაკავშირებული ტექსტით — „გზა, სიარულში დალია, სიპი ქვა წყალთა დენამა“. მგზავრული პირველად ჩაწერა ანდრია ბენაშვილმა ქიზიყში (სიღნაღის რაიონი) და 1865 წელს გამოაქვეყნა თავის კრებულში „ქართული ხმები“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჩხიკვაძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 527, თბ., 1983