მოჰამან უსმანი (ფრანგ. Mahamane Ousmane; დ. 20 იანვარი 1950) — ნიგერის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1993 წლის 16 აპრილიდან 1996 წლის 27 იანვრამდე. პირველი არჩეული პრეზიდენტი მრავალპარტიული სისტემის ამოქმედების შემდეგ. დაამხეს 1996 წელს განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შედეგად. 1999-2009 წლებში იყო ნიგერის ეროვნული კრების პრეზიდენტი. 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დააგროვა ხმების 8,42% და დაიკავა მეოთხე ადგილი.

მაჰამან უსმანი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება