მახლობელი კუნძულები

მახლობელი კუნძულები (ინგლ. Near Islands) — კუნძულთა ჯგუფი ალეუტის კუნძულების უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. კუნძულები მთიანია, სიმაღლე 953 მ-მდე. საერთო ფართობი 1143,8 კმ². დასახლებულია მხოლოდ კუნძულები ატუ და სიმია. ყველაზე დიდი კუნძულებია ატუ, აგატუ და კუნძულთა ჯგუფი სემიჩი, რომელშიც თავის მხრივ, გაერთიანებულია კუნძულები: ალაიდი, დაბალი და სიმია. კუნძულ სიმიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კმ-ში გაწოლილია პატარა რიფი, რომელიც ინგენსტრემის კლდეების სახელწოდებით არის ცნობილი. 1867 წლიდან მახლობელი კუნძულები ეკუთვნის აშშ-ს, შედის ალასკის შტატის შემადგენლობაში. მახლობელი კუნძულები პირველია ალეუტის კუნძულების ჯგუფებიდან, რომელიც რუსმა მრეწველმა მიხეილ ნევოდჩიკოვმა აღმოაჩინა 1745 წელს.

მახლობელი კუნძულები

ატუ (1), აგატუ (2), ალაიდი (3), დაბალი (4) სემია (5).
გეოგრაფია
მდებარეობა ბერინგის ზღვა
კოორდინატები 52°48′02″ ჩ. გ. 173°07′54″ ა. გ. / 52.80056° ჩ. გ. 173.13167° ა. გ. / 52.80056; 173.13167
კუნძულთა რაოდენობა 15
მთავარი კუნძული ატუ
ფართობი 1143,8 კმ²
სიგრძე 40 კმ
უმაღლესი წერტილი 953 მ

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება