მახარიკაანთგორის ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

მახარიკაანთგორის ნამოსახლარი, ბეჟიტაანთგორა — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის აღმოსავლეთ განაპირას. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულით. 1953 წელს აღმოაჩინა ქალაქ რუსთავის გარემოს შემსწავლელმა დაზვერვითმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი). გორა წარმოადგენს თხემმოსწრებულ, ბუნებრივ ბორცვს, რომელსაც გარშემო ხელოვნური ტერასები შემოუყვება. ნამოსახლარზე მრავლად აიკრიფა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა რედაქტირება