ტალღა(ზოგჯერ მექსიკური ტალღა) არის ხალხისგან შექმნილი ტალღა უმეტესად სტადიონზე, როდესაც მაყურებელი კონკრეტულ დროს დგება ცოტა ხნით და ხელს წევს ზევით. იდეალური ტალღის გასაკეთებლად საჭიროა თითოეული რიგის(ანუ სტადიონის მართობული ხაზის) ადამიანი აკეთებდეს ერთსა და იმავე მოძრაობას სინქრონულად მისი რიგის სხვა მაყურებლების მიმართებაში და ასევე დააყოვნოს მის მარცხენა(საათის ისრის საწინააღმდეგო ტალღა) ან მარჯვენა(საათის ისრის მიმართულების ტალღა) რიგის მოძრაობის დაწყებიდან.

ზოგჯერ მჯდომარე მაყურებელი(რომლის რიგი ჯერ არ მოსულა) ხელებს წინ წევს და ხელების კანკალისებურ მოძრაობას აკეთებს. შედეგი ამ ყველაფრისა ძალიან ჰგავს ტალღას რის გამოისობითაც შეერქვა მას ტალღა. სტადიონებზე, რომლებზეც რიგები არ წყდება შესაძლებელია ტალღა გაგრძელდეს, ხოლო იმ სტადიონებზე სადაც წყდება რიგები შესაძლებელია ტალღის მიმართულების შეცვლა მოხდეს პიკის მიღწევის მერე.