მაღაწალნი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
მაღაწალნი[1][2] — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების მთიულეთის არაგვისა და ფშავის არაგვის წყალგამყოფ გუდამაყრის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2608 მ. აგებულია ცარცული ფლიშით. ციცაბო კალთებიანია. შემოსილია სუბალპური მდელოებით. მაღაწალნი ფშაველთა საკულტო ადგილი იყო.
მაღაწალნი | |
---|---|
კოორდინატები: 42°20′07″ ჩ. გ. 44°45′45″ ა. გ. / 42.33528° ჩ. გ. 44.76250° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2608 მ |
ქედი | გუდამაყრის ქედი |
ლიტერატურა რედაქტირება
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 506.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 67.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 110.