მეთიუ პოლ მილერი (დ. 30 ივნისი, 1979, ვესტ ჩესტერი, პენსილვანია,აშშ), უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით მატისიაუ (Matisyahu) — ამერიკელი რეგის და ჰიპ-ჰოპის მუსიკოსი.

მატისიაუ

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მეთიუ მილერი
დაბ. თარიღი 30 ივნისი, 1979 (1979-06-30) (44 წლის)
დაბ. ადგილი West Chester
წარმოშობა პენსილვანია, აშშ
ჟანრ(ებ)ი რეგი, რეგი ფიუჟენი, ალტერნატიული როკი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ბიტბოქსი
აქტიური 2000–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი JDub
Epic/SBMG Records
საიტი MatisyahuWorld.com
მატისიაუ ვიკისაწყობში

ბავშვობა,კარიერის დასაწყისი რედაქტირება

დაიბადა აშშ-ში,ებრაულს ოჯახში,სადაც ის არარელიგიურად აღიზარდა,მაგრამ ისრაელში მოგზაურობისას დაუბრუნდა იუდეიზმს. როგორც მუსიკოსმა მოახდინა რეგის,ჰიპ-ჰოპის და ტრადიციული და თანამედროვე ებრაული მუსიკის საოცარი შერწყმა.

მატისიაუს ამერიკაში ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს ისეთ ცნობილ მედიებში როგორებიცაა "Time Magazine","Wall Street Journal".მას მოიხსენიებენ როგორც ფენომენს.

მან გამოსვლები დაიწყო "MC Truth"-ის ფსევდონიმით MC Mystic's თან ერთად(იმ დროისთვის,ის ჯერ კიდევ არ იყო რელიგიით გატაცებული).

2001 წლიდან გადაწყვიტა რელიგიური ცხოვრება და ამავდროულად დაიწყო ებრაულ ჯგუფთან "Pey Dalid" ერთად გამოსვლები.

მუსიკა რედაქტირება

თავის მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინენ ბობ მარლიმ,"Phish"-მა და რაბინიერმა შლომო კარლებახმა. მატისიაუს მუსიკა თამამად შეიძლება ჩაითვალოს რეგეის, ჰიპ-ჰოპის, როკისა და ნაწილობრივ ელექტრონული მუსიკის ულამაზეს და სუპერ-მოდერნიზებულ ნაზავად

ტექსტი რედაქტირება

ტექსტები ძირითადად ინგლისურ ენაზეა დაწერილი,მაგრამ ის ხშირად იყენებს ებრაული და იუდაიურ სიტყვებს.

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება