მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო — გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო | |
ჯილდო | 10 000 ლარი |
წარადგენს | განათლება ყველასათვის - საქართველო |
ქვეყანა | საქართველო |
პირველად გადაეცა | 2017, ვლადიმერ აფხაზავა |
ბოლოს გადაეცა | 2020, სოფიო გოგოხია |
მიმდინარე მფლობელი | სოფიო გოგოხია |
tprize.ge |
---|
2017 წლის 19 მარტს საქართველომ განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მიიღო მასწავლებლის გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია. საქართველოს ფორუმზე წარმოადგენდა კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო.“ აკრედიტაციის საფუძველზე, კოალიციის ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, დაიწყო და 2017 წელს პირველად ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 10 000 ლარს და ხდება გლობალური ჯილდოს ერთ-ერთი მონაწილე.
მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმებია: მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება; ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება; საზოგადოებერივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა; პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა.
ჯილდოს მფლობელები რედაქტირება
წელი | სახელი | სკოლა | მუნიციპალიტეტი | პროფესია | სქოლიო |
---|---|---|---|---|---|
2017 | ვლადიმერ აფხაზავა | ჩიბათის საჯარო სკოლა | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი | სამოქალაქო განათლების მასწავლებელი | [1] |
2018 | მანანა კაპეტივაძე | ბაღდათის მეორე საჯარო სკოლა | ბაღდათის მუნიციპალიტეტი | ინგლისურის მასწავლებელი | [2][3] |
2019 | გიორგი ჭაუჭიძე | მარნეულის მეორე საჯარო სკოლა | მარნეულის მუნიციპალიტეტი | ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი | [4] |
2020 | სოფიო გოგოხია | აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლა | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი | [5] |
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ლადო აფხაზავაა!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-31. ციტირების თარიღი: 2020-12-04.
- ↑ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ცნობილია[მკვდარი ბმული]
- ↑ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მანანა კაპეტივაძე გახდა
- ↑ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ცნობილია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-20. ციტირების თარიღი: 2020-12-04.
- ↑ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა