მასკულინიზაცია (ლათ. masculinus — მამრობითი) — გამამაკაცურება, კაცის ან ქალის ორგანიზმში მამაკაცური ნიშნების გაძლიერება. ხშირად ამ ტერმინით აღნიშნავენ მამაკაცის ორგანიზმში მამაკაცური ნიშნების ფიზიოლოგიურ ან პათოლოგიურ გაძლიერებას. პათოლოგიური მასკულინიზაციის დროს მამაკაცებს სექსუალური გამოვლინებები უფრო მეტად აღენიშნებათ. ზოგჯერ ისინი შეიძლება ცდებოდნენ მიღებული ეთიკური ნორმების ჩარჩოებს (მაგალითად, მკვეთრად გაზრდილი ლიბიდოს ფორმით — სატირიაზისი). ქალებთან ანდროგენების ჰიპერპროდუქციას მივყავართ მეორადი მამაკაცური სასქესო ნიშნების განვითარებასთან (იხ. ვირილიზმი). როგორც წესი, ქალებთან მასკულინიზაციას თან ახლავს ლიბიდოს გაძლიერება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34