მარჩბივი (ასტროლოგია)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარჩბივი.

მარჩბივი () — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მესამე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 21 (ან 22) მაისიდან 21 ივნისამდე. მარჩბივის (ტყუპის) ზოდიაქო განსხვავდება ტყუპის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 20 ივნისიდან 20 ივლისამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ტყუპის მმართველი პლანეტაა — მერკური. ტყუპის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — რაჰუ (მთვარის აღმავალი კვანძი), „დაცემულია“ — კეტუ (მთვარის დაღმავალი კვანძი), „გამოძევებულია“ — იუპიტერი და ნეპტუნი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, ტყუპის ძირითადი მინერალია: ქალცედონი. მას ასევე შეესაბამება: ზურმუხტი, ოპალი, აქატი, ტურმალინი, მალაქიტი.

მარჩბივი
სიმბოლო: ტყუპები
პერიოდი (ტროპიკული): 20 მაისი21 ივნისი
პერიოდი (ვარსკვლავური): 15 ივნისი16 ივლისი
პერიოდი (მზის): 20 ივნისი20 ივლისი
თანავარსკვლავედი: მარჩბივი
სტიქია: ჰაერი
ჯვარი: მუტაბელური
მმართველი პლანეტა: მერკური
განდევნილი: იუპიტერი
ეგზალტაცია: რაჰუ (მთვარის აღმავალი კვანძი)
დაცემა: კეტუ (მთვარის დაღმავალი კვანძი)
მარჩბივი

ლიტერატურა რედაქტირება

  • ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის (ასტროლოგიური თხზულება XII საუკუნისა), თბილისი, 1975;
  • ვიქტორ ნოზაძე, „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება“, თბილისი, 2005;
  • ზაურ ქოქრაშვილი, „ბიბლიურ პატიოსან ქვათა და ეტლთა შესახებ“, თბილისი, 2005.


ასტრონომია | ზოდიაქოს თანავარსკვლავედები | ასტროლოგია

ვერძი კურო მარჩბივი კირჩხიბი ლომი ქალწული სასწორი ღრიანკალი მშვილდოსანი თხის რქა მერწყული თევზები