მარშები (გერმ. Marsch, Marschland) — ლანდშაფტის ტიპი. ზღვის სანაპიროს ზედა ზოლი, რომელიც წყლით იფარება ყველაზე მაღალი მოქცევების დროს. აგებულია მეტწილად შლამით ან ქვიშისა და შლამის ნაყარით, სადაც ფორმირდება ჰუმუსითა და მიკროორგანიზმებით მდიდარი ნიადაგი. ჩვეულებრივ, წაგრძელებულია ზოლისებურად. სიგანე როგორც წესი 30 კმ არ აღემატება. ზოგჯერ მდებარეობს ზღვის დონეზე დაბლა, ზღვიდან გამოყოფილია დიუნების ზოლით. მარშები ტიპიურია ჩრდილოეთი ზღვის სანაპიროსათვის, გვხვდება ნიდერლანდებში, გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, დანიაში, საფრანგეთში, აშშ-ის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში და სხვა.

მარშები
მარილიანი მარშები შოტლანდიაში

მარშები რელიეფის აკუმულაციური ფორმებია. ბუნებრივ მდგომარეობაში ჩვეულებრივ დაკავებულია დიდნაყოფიერი მდელოებით, მეტწილად ჰალოფიტური მცენარეულობით. ადგილ-ადგილ დაჭაობებულია. მარშები ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის. მარშების გამშრალ მონაკვეთს — პოლდერი ეწოდება. მარშები გვხვდება მდინარეთა შესართავებში, განსაკუთრებით ფართო დელტების ადგილას.

ახლო აღმოსავლეთში ნილოსისა და ტიგრი-ევფრატის დელტებში არის ფართო ისტორიული მნიშვნელობის მარშები. ირანში არსებულ მარშებზე განვითარებულია უნიკალური კულტურა, რომელიც ათვისებულია ადგილობრივ მკვიდრთა მიერ. აღსანიშნავია მეკონგისა და ამაზონის დელტებში წარმოქმნილი მარშები, აშშ-ში ყველაზე ფართო დელტას მარშებთან ერთად მდინარე მისისიპი ქმნის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება