მარშანცია (ლათ. Marchantia) — მცენარეთა გვარი ღვიძლის ხავსების დანაყოფში. აქვს მწვანე, მიწაზე გართხმული სხეული (თალუსი), რომლის სიგრძე 10 სმ, სიგანე — 1-2 სმ აღწევს. ნიადაგს რიზოიდებით ემაგრება. ანთერიდიუმი და არქეგონიუმი სხვადასხვა მცენარეზე ვითარდება. მრავლდება სპორებით; ახასიათებს თაობათა მორიგეობა. ვეგეტატიურად მრავლდება ჩეკია კვირტებით.

მარშანცია
Marchantia polymorpha
Marchantia polymorpha
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ზეგანყოფილება:  ხავსისნაირნი
განყოფილება:  ღვიძლის ხავსები
კლასი:  Marchantiopsida
რიგი:  Marchantiales
ოჯახი:  Marchantiaceae
გვარი:  მარშანცია
ლათინური სახელი
Marchantia

ყოფილ სსრკ-ში მარშანციას 2 სახეობა გვხვდება. ფართოდაა გავრცელებული Marchantia polymorpha. იგი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნოტიო ადგილებში თითქმის ყველგან იზრდება. მეორე სახეობა — Marchantia paleacea — მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული.

ლიტერატურა რედაქტირება