მარყაქოლი (ყაზახ. Марқакөл) — გამდინარე ტბა ყაზახეთში, აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქში. მდებარეობს ალთაის მთებში, ქურჩუმისა და აზუთაუს ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 1449 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 449 კმ², სიგრძე 38 კმ, სიგანე 19 კმ. საშუალო სიღრმე 14 მ, მაქსიმალური სიღრმე 30 მ.

მარყაქოლი
მარყაქოლი
მარყაქოლი
კოორდინატები: 48°45′00″ ჩ. გ. 85°45′00″ ა. გ. / 48.75000° ჩ. გ. 85.75000° ა. გ. / 48.75000; 85.75000
მდებარეობა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1449 
სიგრძე 38 კმ
სიგანე 19 კმ
ფართობი 449 კმ²
საშუალო სიღრმე 14 
მაქსიმალური სიღრმე 30 
გამომდინარე მდინარე ქალჯირი
მარყაქოლი — ყაზახეთი
მარყაქოლი

ტბის სამხრეთ ნაწილები ჩამოქცეულია, ხოლო ჩრდილოეთი — დადაბლებული. წყალი მტკნარია (და მეტად გამჭვირვალე), სუსტად მინერალიზებული. ზაფხულში ტბის ზედაპირი თბება 16-17 °C-მდე, ფსკერთან 7 °С. იყინება ნოემბერში.

ადგილ-ადგილ შემოსილია ტყით, ზოგან კი მდელოებია.

მარყაქოლს დიდი რაოდენობით ერთვის მდინარეები, რომლებიც უმთავრესად ნადნობი წყლებით საზრდოობენ. ტბის დასავლეთ სანაპიროდან გამოედინება მდინარე ქალჯირი (ირტიშის მარჯვენა შენაკადი). მდიდარია თევზით.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება