მარტვირი ქართველი

მარტვირი ქართველი, საბაწმინდელი — VI–VII საუკუნეების ქართველი მოღვაწე, მისტიკოსი. შემონახულია მისი ასკეტიკურ-მისტიკური შინაარსის თხზულება „სინანულისათჳს და სიმდაბლისა“. გადმოცემის თანახმად, მარტვირი ქართველი ყოფილა მამასახლისი საბა განწმენდილის (გარდაიცვალა 532) ლავრისა პალესტინაში. აღნიშნულ თხზულებაში განხილულია შემდეგი ასკეტური თემები: ლოცვა, სინანული, სიმდაბლე, მორჩილება, ძმათა სამსახური, მოღვაწეობა, მოთმინება. მარტვირის მიერ გამოთქმულ აზრთა შორის ბევრია ისეთი, რომელიც ახალი დროისათვისაც საინტერესოა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;