მარტვილის ოთხთავი

მარტვილის ოთხთავიXI საუკუნის ქართული ხელნაწერი სახარება. გადაწერილია მარტვილის მონასტერში 1050 წელს იოანე მესვეტისა და არსენ ეშისძის მიერ. დამკვეთია იოანე ფარჯანიანი.

საზედაო ასო მარტვილის ოთხთავიდან

ტექსტი შესრულებულია ყავისფერი მელნით, სათაურები და მნიშვნელოვანი ადგილები კი სინგურითაა გამოყოფილი. ხელნაწერი გაფორმებულია ორნამენტული საზედაო ასოებით, აგრეთვე წმინდა მათესა და წმინდა მარკოზ მახარებლის მინიატიურებით.

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. მარტვილის ოთხთავი 186 ფურცლისგან შედგება; ფურცლის ზომებია 23X19 სანტიმეტრი. ხელნაწერი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ფონდი: S-391).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 41