მარსელ ემე (ფრანგ. Marcel Aymé; დ. 29 მარტი, 1902 — გ. 14 ოქტომბერი, 1967) — ფრანგი ნოველისტი.

მარსელ ემე
ფრანგ. Marcel Aymé
დაბადების თარიღი 29 მარტი, 1902(1902-03-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი ჟუანი[16] [2] [17]
გარდაცვალების თარიღი 14 ოქტომბერი, 1967(1967-10-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [18] [8] [9] [19] [20] [11] [12] [13] [15](65 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[2]
დასაფლავებულია Saint-Vincent Cemetery
საქმიანობა მწერალი[2] , რომანისტი[2] , სცენარისტი, დრამატურგი[2] , სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და საბავშვო მწერალი[2]
მოქალაქეობა საფრანგეთი[2]
ჟანრი რომანი, ესე, საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურა, თეატრი, სცენარი, მოთხრობა და ჟურნალისტიკა
Magnum opus The Hollow Field
ჯილდოები რენოდოს პრემია[21] , Prix Blumenthal და Q3404529?

ბიოგრაფია რედაქტირება

მარსელ ემე დაიბადა 1902 წლის 29 მარტს, ქალაქ ჟუანში, საფრანგეთი, მჭედლის ოჯახში. რამდენიმე წელი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო, ხოლო შემდეგ თავის სარჩენად ბევრი ხელობის გამოცვლა მოუხდა; იყო ბანკის მოხელე, სტატისტი კინოში, გაზეთების გამყიდველი და სხვა. მცირე ხნით ჟურნალისტობდა, ხოლო 1926 წელს პირველი ლიტერატურული ნაბიჯები გადადგა. მისმა ერთ-ერთმა პირველმა რომანმა რენოდოს ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. ემეს გამოქვეყნებული აქვს 20-მდე რომანი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია "მწვანე ფაშატი", "ტრაველინგი", "ურანუსი". იუმორით სავსე რომანებში ავტორი დასცი ნის ბურჟუაზიის სიყალბესა და ცრურწმენებს.

მარსელ ემე გარდაიცვალა 1967 წლის 14 ოქტომბერს პარიზში და დაკრძალულია სენ-ვინსენტის სასაფლაოზე.

შემოქმედება რედაქტირება

ემეს პიესებიდან ცნობილია "ლუსიენი და ყასაბი", "სხვათა თავი" და სხვა. მაგრამ ემემ ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვა, როგორც ნოველისტმა. სხვა ნოველისტებისგან გამოირჩეოდა თხრობის თავისებური მანერით. მის ნოველებში ჩვეულებრივი ყოველდღიური ამბები შერწყმულია ფანტასტიურ, არერეალურ ამბებთან. მშვიდი და აუღელვებელი ტონით ის წარმოუდგენელ და დაუჯერებელ სიტუაციებში ათავსებს თავის პერსონაჟებს, ისე, რომ მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სრული ჰარმონიაა რეალურსა და წარმოდგენით სამაყაროს შორის. სწორედ ეს გადასვლები რეალურიდან ფანტასტიკურზე იწვევს კომიკურსა და მოულოდნელ ეფექტებს. ნოველათა კრებულებიდან ყველაზე ცნობილია "კაცი, რომელიც კედლებში გადის", "მოხატული ჭა" და "პარიზის ღვინო".

ლიტერატურა რედაქტირება

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II; "საბჭოთა საქართველო", 1976; გვ: 549.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 192. — ISBN 978-2-221-06888-5
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 NooSFere — 1999.
  7. 7.0 7.1 Encyclopædia Britannica
  8. 8.0 8.1 BD Gest'
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  10. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  11. 11.0 11.1 GeneaStar
  12. 12.0 12.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  13. 13.0 13.1 Babelio — 2007.
  14. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  15. 15.0 15.1 Munzinger Personen
  16. Deutsche Nationalbibliothek Record #118651293 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  17. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  18. filmportal.de — 2005.
  19. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  20. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  21. https://books.google.ca/books?id=Kd6tAAAAQBAJ&pg=PA46&dq=Prix+Renaudot+hollow+field+1929&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwjIufTVmaLmAhUKnKwKHV66Cr0Q6AEIKTAA#v=onepage&q=Prix%20Renaudot%20hollow%20field%201929&f=false