მარსა-ელ-ბურეიკა (არაბ. مرسى البريقة) — ინდუსტრიული და საგანმანათლებლო დაწესებულებების რამდენიმე პატარა ქალაქის კომპლექსი ლიბიაში, სიდრის ყურესთან, ხმელთაშუა ზღვის ყველაზე სამხრეთ წერტილთან. მდებარეობს ყოფილ აჯდაბიის რაიონში, რომელიც 2007 წელს ელ-ვახატის რაიონს შეერწყა. ქალაქი ლიბიის მეორე უმსხვილესი ჰიდრო-კარბონული კომპლექსის ცენტრია.[1]

ქალაქი
მარსა-ელ-ბურეიკა
არაბ. مرسى البريقة
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი კირენაიკა
რაიონი ელ-ვახატი
კოორდინატები 30°26′06″ ჩ. გ. 19°40′01″ ა. გ. / 30.43500° ჩ. გ. 19.66694° ა. გ. / 30.43500; 19.66694
ცენტრის სიმაღლე 23
ოფიციალური ენა არაბული ენა
მოსახლეობა 7 000 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+2
მარსა-ელ-ბურეიკა — ლიბია
მარსა-ელ-ბურეიკა

ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, ქალაქი სწრაფად გადავიდა ოპოზიციის ხელში.[2] 2 მარტს სამთავრობო ძალები მის აღებას შეეცადნენ, თუმცა წარუმატებლად.[3][4] უკვე 13 მარტს, მათი შეტევა წარმატებული აღმოჩნდა. აჯანყებულებმა ქალაქი მხოლოდ 26 მარტს დაიბრუნეს.[5][6] აპრილში აჯანყებულები ქალაქის მიდამოებიდან კვლავ განდევნეს, წარმოქიმნა რამდენიმეთვიანი ჩიხი. 2011 წლის 11 აგვისტოს, აჯანყებულებმა დასახლების აღმოსავლეთ ნაწილი აიღეს.[7]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Paul Schemm, Associated Press. (26 February 2011) At Libya's Brega oil facility, employees are few and production has been slashed. 1310news.com. ციტირების თარიღი: 2011-07-17.
  2. „Hundreds flee Libya as Obama orders sanctions“. This Just In. Cable News Network. February 25, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 28, 2011. ციტირების თარიღი: March 2, 2011. ციტატა: „Protesters took control of the eastern Libyan city of Brega and its oil terminal Friday, according to an official who works at the communications department for the Port of Brega.“
  3. „Rebels fight off Gaddafi attack“. BBC News. March 2, 2011. ციტირების თარიღი: March 2, 2011.
  4. Pfeiffer, Tom (March 2, 2011). „Rebels retake Libya town, may seek foreign role“. Reuters UK. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2011. ციტირების თარიღი: March 2, 2011.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-07. ციტირების თარიღი: 2012-11-09.
  6. p://news.sky.com/skynews/Home/World-News/Video-Libyan-Rebels-Retake-Brega-And-Ajdabiyah-After-Gaddafi-Forces-Flee-Amid-Coalition-Airstrikes/Article/201103415960556?lpos=World_News_Top_Stories_Header_3&lid=ARTICLE_15960556_Video%3A_Libyan_Rebels_Retake_Brega_And_Ajdabiyah_After_Gaddafi_Forces_Flee_Amid_Coalition_Airstrikes_
  7. Libyan rebels capture eastern part of Brega -spokesman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-26. ციტირების თარიღი: 2012-11-09.