მაროკოს ისტორიაანტიკური ხანის გათვალისწინების გარეშე დაახლოებით თორმეტ საუკუნეს ითვლის. 5000 წელზე მეტია რაც დღევანდელი მაროკოს ტერიტორიაზე ბერბერები ცხოვრობენ. ქვეყანა პირველად 789 წელს იდრისიდების დინასტიამ გააერთიანა, რომელსაც წინ არაბთა სახალიფოს წინააღმდეგ ბერბერთა განმათავისუფლებელი აჯანყება უძღვოდა. ალმორავიდების და ალმოჰადების დინასტიების პერიოდში მაროკო წარმოადგენდა დომინანტს მაღრიბსა და ალ-ანდალუსიაში. რეკონკისტამ დაასრულა ალმოჰადების ბატონობა პირენეს ნახევარკუნძულზე, რის შემდეგაც ბევრი მუსლიმი და ებრაელი დაბრუნდა მაროკოში. საადების დინასტიის მმართველობის დროს მაროკომ შეძლო ძალების კონცენტრაცია და იბრძოდა პორტუგალიელი და ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. აჰმად I ალ-მანსურ საადის ხელისუფლებაში მოსვლამ მაროკოს ძლიერება კიდევ უფრო განამტკიცა რეგიონში და მან დაიწყო სონგაის იმპერიის დაპყრობა. ახმადის გარდაცვალების შემდეგ სულთანატი დაიყო მის შვილებს შორის. 1666 წელს სულთანატი ისევ გააერთიანდა ალაუიტების დინასტიის ქვეშ, რომელიც დღემდე წარმოადგენს მაროკოს სამეფო კარს. სახელმწიფოებრიობის განმტკიცება შეძლო ისმაილ იბნ-შარიფმა, მან თავისი შავი დაცვის დახმარებით ჯერ ინგლისელები 1684 წელს ტანჟერიდან განდევნა, ხოლო შემდეგ 1689 წელს ესპანელები ლარაშიდან. ალაუიტების დინასტიამ XIX საუკუნეში მაროკოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 1912 წელს ტანჟერისა და აგადირის კრიზისების შემდეგ ხელი მოეწერა ფესის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მაროკო გაიყო ფრანგულ და ესპანურ ნაწილებად. 1956 წელს 44 წლიანი ოკუპაციის შემდეგ მაროკო გახდა საფრანგეთისგან დამოუკიდებელი, როგორც მაროკოს სამეფო.

მაღრიბი ბერბერების აჯანყების შემდეგ, VIII - საუკუნე
მაღრიბი აფრიკაში საფრანგეთის შეჭრამდე, XIX - საუკუნე

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება