მარლბოროს რეგიონი

მარლბორო (ინგლ. Marlborough Region) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს სამხრეთ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბლენემი. ცნობილია თავის მშრალი კლიმატით, შთამბეჭდავი მარლბორო-საუნდის ფიორდებითა და ყურძნის ჯიშ სოვინონ ბლანით.

რეგიონი
მარლბოროს რეგიონი
ინგლ. Marlborough Region
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ადმ. ცენტრი Blenheim
კოორდინატები 41°53′00″ ს. გ. 173°40′00″ ა. გ. / 41.88333° ს. გ. 173.66667° ა. გ. / -41.88333; 173.66667
დაარსდა 1876
ფართობი 12 484 კმ²
მოსახლეობა 43 416 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+12:00]]
ოფიციალური საიტი https://www.marlborough.govt.nz/

მარლბორო გეოგრაფიული თვალსაზრისით უხეშად შეიძლება დაიყოს ოთხ ნაწილად. ორი მათგანი, სამხრეთი და დასავლეთი, მთიანია. ეს განსაკუთრებით შეეხება სამხრეთ ნაწილს, რომელსაც გასდევს კაიკურის ქედები. აღნიშნული მთიანი რეგიონებში სრულდება სამხრეთ ალპებიდან წამოსული ქედები.

ამ ორ არეალს შორის გაწოლილია მდინარე ვაირაუს ხეობა. აღმოსავლეთით იგი ფართო ვაკეში ვრცელდება, რომლის ცენტრშიც გაშენებულია ქალაქი ბლენემი. რეგიონის ნიადაგი ნაყოფიერია, ჰავა ზომიერი, რის შედეგადაც ის ახალი ზელანდიიდ მეღვინეობის ცენტრად იქცა.

მარლბოროს მეოთხე გეოგრაფიული რეგიონი ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს.

ეკონომიკა რედაქტირება

2003 წელს, მარლბოროს მთლიანი შიდა პროდუქტი US$1,193 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 1 %-ს.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Regional Gross Domestic Product. Statistics New Zealand (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 18 February 2010.