მარინა ჭყონია-სამარგულიანი

მარინა ჭყონია-სამარგულიანი (დ. 1953/1954 — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.

მარინა ტრისტანის ასული ჭყონია-სამარგულიანი
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 1989
თბილისი
დაკრძალულია თბილისი, საბურთალოს სასაფლაო
მეუღლე(ები) ჯანსუღ სამარგულიანი
შვილ(ებ)ი ნინო, ალექსანდრე
მშობლები მამა: ტრისტან ჭყონია
დედა: ემა ჭყონია
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
მარინა ჭყონია-სამარგულიანის საფლავი

ბიოგრაფია რედაქტირება

იყო თბილისის სააფთიაქო სამმართველოს №13 აფთიაქის თანამშრომელი[1].

1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 15 აპრილს[2] თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[3].

ლიტერატურა რედაქტირება

  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება