მარიამპოლე (ქალაქი)

მარიამპოლე (ლიეტ. Marijampolė; პოლ. Mariampol; 1955-1989 წწ. კაფსუკასი) — ქალაქი ლიეტუვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში; მე-7 მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. მარიამპოლეს მაზრისა და თვითმმართველობის ადმინისტრაციული ცენტრი.

დასახლებული პუნქტი
მარიამპოლე
Marijampolė
დროშა გერბი

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
მაზრა მარიამპოლე
თვითმმართველობა მარიამპოლე
კოორდინატები 54°33′24″ ჩ. გ. 23°21′16″ ა. გ. / 54.55667° ჩ. გ. 23.35444° ა. გ. / 54.55667; 23.35444
დაარსდა 1667
პირველი ხსენება 1667
ამჟამინდელი სტატუსი 1792
ფართობი 21 კმ²
ცენტრის სიმაღლე 86±1 მეტრი
მოსახლეობა 47 244 კაცი
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
საფოსტო ინდექსი 68001
ოფიციალური საიტი http://www.marijampole.lt/
მარიამპოლე (ქალაქი) — ლიეტუვა
მარიამპოლე (ქალაქი)

ადგილმდებარეობა და საერთო მახასიათებელი რედაქტირება

მარიამპოლე მდებარეობს 231 კმ-ში ქ. კლაიპედადან, სამხრეთ-დასასავლეთით 50 კმ-ში, კაუნასიდან და დასავლეთით 139 კმ-ში ვილნიუსიდან. არც ისე შორს, პოლონეთისა და კალინინგრადის ოლქის საზღვრიდან, მდ. შეშუპზე.

წარმოადგენს სამრეწველო ცენტრს. 1990-იან წლებში ცნობილი იყო, როგორც საუღელტეხილო გზა გერმანიიდან ავტომობილებით ვაჭრობისათვის. მარიამპოლეს თვითმმართველობაში შედის 3 სანიუნი.

მოქმედებს დრამატული თეატრი, გიმნაზია (დაარსებული 1870 წელს) და 7 საშუალო სკოლა. აგრეთვე, რამდენიმე დაწყებითების სკოლა და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სასწავლებელი.

ქალაქში აღმართულია იონას იობლანსკის, ვინცეს მიკოლაის-პუტინასის და სხვათა ძეგლები, რომელთა ბიოგრაფიულად დაკავშირებული იყვნენ მერიამპოლთან.

მოსახლეობა რედაქტირება

მოსახლეობა შეადგენს - 47 244 ადამიანს (2007 წლის მონაცემებით; 2005 წ. - 47 613 ად.). ეთნიკური შემადგენლობა - 95% ლიეტუველები, 4% რუსები და 0,3% პოლონელები.

სახელი რედაქტირება

ქალაქი სახელს უნდა უმადლოდეს ბერებს, რომლებიც 1758 წელს მოიწვია გრაფინია პ. ბუტლერმა; ადგილობრივი პატარა სოფლის მფლობელმა , რომელმაც აქ მონასტერი ააშენა.

1956 - 1989 წლებში ქალაქის ოფიციალური სახელი იყო - „კაპსუკასი“, რაც წარმოადგენდა პარტიულ ფსევდონიმს, ლიეტუვის კომუნისტური პარტიის წევრის, ვინცეს მიცკავიჩუს-კასპუსკის.

გერბი რედაქტირება

მარიამპოლეს გერბზე გამოსახულია წმინდა გიორგი, რომელიც ამარცხებს გველეშაპს. ისტორიული გერბი თარიღდება 1792 წლით. მისი აღდენა მოხდა 1997 წლის 18 დეკემბერს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება