მარგარეტ საქსონიელი

მარგარეტ საქსონიელი (გერმ. Margarete von Sachsen; დ. 24 მაისი, 1840, დრეზდენი, გერმანია — გ. 15 სექტემბერი, 1858, მონცა, იტალია) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის მეფე იოჰანისა და დედოფალ ამალია ავგუსტა ბავარიელის ქალიშვილი. ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგის პირველი ცოლი.

მარგარეტ საქსონიელი
სრული სახელი
მარგარეტ კაროლინა ფრედერიკა სესილია ავგუსტა ამალია იოზეფინა ელიზაბეთ მარია იოჰანა
წოდებები
ავსტრიის ერცჰერცოგინია
დაიბადა 24 მაისი, 1840
დრეზდენი, გერმანია
გარდაიცვალა 15 სექტემბერი, 1858, (18 წლის)
მონცა, იტალია
საგვარეულო ვეტინები
მეუღლე(ები) კარლ ლუდვიგ ავსტრიელი
მამა იოჰანი, საქსონიის მეფე
დედა ამალია ავგუსტა ბავარიელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
პრინცესა მარგარეტი 1856 წელს

მარგარეტი დაიბადა 1840 წლის 24 მაისს დრეზდენში. იგი იყო საქსონიის მეფე იოჰანისა და მისი მეუღლის, დედოფალ ამალია ავგუსტა ბავარიელის ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი პრინცი მაქსიმილიანისა და პრინცესა კაროლინა პარმელის, ხოლო დედის მხრიდან ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და დედოფალ კაროლინა ბადენელის შვილიშვილი იყო.

1856 წლის 4 ნოემბერს, 16 წლის მარგარეტი დრეზდენშივე დააქორწინეს ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგ ავსტრიელზე, იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის ძმაზე, რომელიც მასზე შვიდი წლით უფროსი იყო. აღსანისნავია ისიც, რომ მარგარეტი და კარლ ლუდვიგი ღვიძლი დეიდაშვილები იყვნენ. მათი ქორწინება ბედნიერი, თუმცა ხანმოკლე და უნაყოფო იყო.

იტალიაში მოგზაურობისას მარგარეტი ტიფოიდური ცხელებით დაავადდა და 1858 წლის 15 სექტემბერს მონცაში, 18 წლის ასაკში გარდაიცვალა, უშვილოდ. ამის შემდეგ მისი ქმარი კიდევ ორჯერ დაქორწინდა და ორივე ცოლთან სულ ექვსი შვილი შეეძინა.

წოდებები რედაქტირება

  • 24 მაისი, 1840 - 4 ნოემბერი, 1856: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა მარგარეტ საქსონიელი, საქსონიის ჰერცოგინია;
  • 4 ნოემბერი, 1856 - 15 სექტემბერი, 1858: მისი საიმპერატორო და სამეფო უდიდებულესობა ავსტრიის ერცჰერცოგინია და საიმპერატორო პრინცესა მარგარეტი, უნგრეთისა და ბოჰემიის სამეფო პრინცესა, საქსონიის პრინცესა და ჰერცოგინია;

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Darryl Lundy (28 Jan 2009). "Margarete Karoline Prinzessin von Sachsen". ThePeerage.com. Retrieved 2009-05-26.