„მარატის სიკვდილი“ (ფრანგ. La Mort de Marat) — ჟაკ-ლუი დავიდის ნახატი, რომელიც შეიქმნა 1793 წელს. „მარატის სიკვდილში“ ასახულია ფრანგი რევოლუციონერის მარატის სიკვდილის სცენა. რევოლუციის მოწინააღმდეგეებმა ავადმყოფ მარატთან შეაგზავნეს მკვლელი, რომელმაც სამკურნალო აბაზანაში მყოფი იაკობინთა ბელადი სიცოცხლეს გამოასალმა. მარატის ვერაგულმა მკვლელობამ შეაძრწუნა დავიდი. იგი მაშინვე თავის მეგობრის ბინაში გაეშურა. ნახევრად ჩაბნელებულ სააბაზანოში გადახატა მიცვალებულის სახე, სამი თვის დაძაბული მუშაობის შემდეგ კი შექმნა „მარატის სიკვდილი“. ეს სურათი დავიდმა ეროვნულ კონვენტს გადასცა საჩუქრად.

მარატის სიკვდილი
La Mort de Marat
ავტორი ჟაკ-ლუი დავიდი
წელი 1793
კატალოგი 111
ტიპი ზეთით ფერწერა
სიმაღლე 165
სიგანე 128
ქალაქი ბრიუსელი
მუზეუმი Royal Museums of Fine Arts of Belgium

მუქ ფონზე გამოსახული მარატის სხეული ქანდაკებას მოგვაგონებს, დაჭრილს თავი უკან აქვს გადაგდებული, ჭრილობიდან კი სისხლი ჟონავს. მარცხენა ხელში უჭირავს ბარათი, რომელიც მკვლელს მის სახლში შესაღწევად დაეხმარა, მარცხენა ხელი უღონოდ აქვს დაშვებული იატაკისკენ, თუმცა ხელში კალამი უჭირავს. იატაკზე გდია მკვლელის დანა. ამით დავიდი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მკვლელმა მარატი სასიკვდილოდ სწორედ მისი კალმის გამო გაიმეტა, მაგრამ ამით მკვლელმა მას მხოლოდ სიცოცხლე წაართვა, ხოლო მისი აზრები უკვდავად დარჩა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება