მარაოსებრი პალმა (Trachycarpus) — პალმების გვარი არეკასებრთა ოჯახისა (უწინ პალმების ოჯახისა). მათი ღეროს სიმაღლე 20 მ, სისქე 20 სმ აღწევს, დაფარულია ყავისფერი ბოჭკოებით და ფოთლის ნაჭდევებით. მარაოსებრი ფოთლები ჯგუფ-ჯგუფად (როზეტად) სხედან ღეროს წვერზე.

მარაოსებრი პალმა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  არეკასებრნი
გვარი:  მარაოსებრი პალმა
ლათინური სახელი
Trachycarpus

ფოთლის ფირფიტის სიგრძეა დაახლოებით 70 სმ, ყვავილედისა — 1 მ. 8 სახეობა, რომელიც იზრდება სახრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჰიმალაის მთებში, კულტივირებულია ბევრ სუბტროპიკულ ქვეყანაში.

კავკასიაში (მათ შორის საქართველოს) შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისში, ლენქორანსა და ზოგან შუა აზიის რესპუბლიკებში მოშენებულია 2 სახეობა: Trachycarpus fortunel (ანუ Trachycarpus excelsus) და Trachycarpus martianus.

ლიტერატურა რედაქტირება