მარალეთის ნაეკლესიარი

მარალეთის ნაეკლესიარი — საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ მარალეთში, მთაზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით. კედლები შემორჩენილია 1-1,5 მეტრზე, ზოგან უფრო ნაკლები. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის მხოლოდ ქვედა ქვები ჩანს. შესასვლელი სამხრეთით იკითხება. მიწის დონე საგრძნობლად აწეულია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 145-146