მანოლის ტრიანდაფილიდისი

მანოლის ტრიანდაფილიდესი (ბერძ. Μανόλης Τριανταφυλλίδης, დ. 15 ნოემბერი, 1883, ათენი — გ. 20 აპრილი, 1959, ათენი) — ბერძენი ენათმეცნიერი, „განათლების საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელმაც ხელი შეუწყო თანამედროვე სალაპარაკო ენის — დიმოტიკის გამოყენებას ბერძნულ განათლებაში.

მანოლის ტრიანდაფილიდისი
დაბ. თარიღი 1883[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ათენი
გარდ. თარიღი 1959[1] [2] [3] [4] [6] [7]
გარდ. ადგილი ათენი
მოქალაქეობა  საბერძნეთი
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი და კლასიკური ფილოლოგი[8]
მუშაობის ადგილი სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ათენის უნივერსიტეტი

მან დიდი წვლილი შეიტანა 1939 წელს, ელეფთერიოს ვენიზელოსის მთავრობის, გენერალ მეტაქსასის სამხედრო დიქტატურის დროს, საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში. მას დაევალა დიმიოტიკის გრამატიკის — „თანამედროვე ბერძნული გრამატიკა“ გამოცემა.[9]

მან თავისი სულიერი და მატერიალური ქონება, მათ შორის უზარმაზარი ბიბლიოთეკა, უანდერძა სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტს. უნივერსიტეტში შექმნილია მისი სახელობის ფონდი (1959 წელს), რომელიც აგრძელებს საქმიანობას მნიშვნელოვანი პუბლიკაციებითა და სხვა საქმიანობით, რომელიც ემსახურებ „მშობლიური ენის განვითარებას და ბერძენი ხალხის განათლების ხელშეწყობას“, როგორც ეს სურდა ტრიანდაფილიდისს.

ბიოგრაფია რედაქტირება

მანოლის ტრიანდაფილიდისი დაიბადა ათენში 1883 წელს. მისი მამა, ალექსანდროსი, მაკედონელი ქალაქ კოზანიდან [10] და მისი ფესვები სოფელ კიროლივადო იმათიადან [11] მოდიოდა. დედა, იულია როდოკანაკი, იყო კუნძული ქიოსიდან .[12] მანოლის ტრიანდაფილიდისი სწავლობდა ვარვაკისის გიმნაზიაში. მას ბავშვობიდანვე ჰქონდა მათემატიკისადმი მიდრეკილებ და 1900 წელს ჩაირიცხა ათენის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. თუმცა, ერთი წლის შემდეგ მან შეიცვალა ორიენტაცია და ფილოსოფიის ფაკულტეტზე [13] გააგრძელა სწავლა. სხვა წყაროების მიხედვით, თავდაპირველად მამამისის დაჟინებული თხოვნით შევიდა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, ხოლო ფილოსოფიურ ფაკულტეტზე დედის დახმარებით აღმოჩნდა. მისი მასწავლებელი იყო ცნობილი ენათმეცნიერი გ.ჰაძიდაკისისი, რომლის გავლენითაც დაინტერესდა ბერძნული ენის მეცნიერული შესწავლით. მოგვიანებით, განთავისუფლდა რა კაფარევუსას ენის კონსერვატიზმისგან, ოჯახის და ზოგადად მისი გარემოცვის ზეგავლენებისგან, მიუახლოვდა დიმოტიკის თანამედროვე სალაპარაკო ენის მომხრეთა იდეოლოგიას.[14]

1905 წელს სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა გერმანიაში. ექვსი თვე სწავლობდა მიუნხენში, შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ჰაიდელბერგში, სადაც გაატარა ე.წ. ზაფხულის სემესტრი. მიუნხენში დაბრუნებულმა სწავლა განაგრძო 1908 წლის ივლისამდე. ესწრებოდა ლინგვისტიკის, ანტიკური ფილოლოგიის, ფილოსოფიის და პედაგოგიკის გაკვეთილებს. 1908 წელს კარლ კრუმბახერის ხელმძღვანელობით, დაწერა სადოქტორო დისერტაცია.[15][16] მისი სადოქტორო დისერტაცია, Studien zu den Lehnwortern der mittelgriechischen Vulgarliteratur (კვლევები ხალხური ბერძნული შუა საუკუნეების ლიტერატურის ნასესხები სიტყვების შესახებ), გამოიცა მარბურგში 1909 წელს.[17] ამ პერიოდში იმოგზაურა შვეიცარიაში, სადაც მოინახულა სკოლები, გაიღრმავა ცოდნა განათლების სფეროში, დაესწრო ენათმეცნიერ ალბერტ ტუმბას გაკვეთილებს.

1907 წელს ის გაემგზავრა პარიზში და შეხვდა იანის ფსიქარისს. შეხვედრა 1907 წლის 10 ოქტომბერს შედგა და დადებითად აისახა, როგორც მათ პირად ურთიერთობებზე, ასევე ორი ენათმეცნიერის შემდგომ საქმიანობაზე, ენის საკითხთან დაკავშირებით.

ჯერ კიდევ საბერძნეთში დაბრუნებამდე, მანოლისმა დაიწყო განათლების საზოგადოების შექმნა, რომელმაც მოახერხა დიმოტიკის სალაპარაკო ენა წარმოედგინა ენობრივი რევოლუციის სიმბოლოდ, რასაც პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვა.

სწავლის დასრულების და შუალედური მოგზაურობის შემდეგ ინგლისსა და პარიზში, 1912 წელს იგი დაბრუნდა საბერძნეთში, ბალკანეთის ომების დაწყებისთანავე. 1913 წელს დაინიშნა ბერძნული ენის ისტორიული ლექსიკონის რედაქციაში რედაქტორად და ამ პოსტზე დარჩა 1917 წლის ივნისამდე.

პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, ტრიანდაფილიდისი ალექსანდრე დელმუზოსთან ერთად, ელეფთერიუს ვენიზელოსის მთავრობამ მიიწვია დიმოტიკაში პირველი სასკოლო წიგნების შესაქმნელად .[18] პარალელურად კი დაინიშნა დაწყებითი განათლების ინსპექტორად. 1920 წელს, ვენიზელოსის მთავრობის დაცემისა და მონარქისტული ხელისუფლების აღზევების შემდეგ, რეფორმა შეწყდა. უფრო მეტიც, დიმიტრიოს გუნარისის სამთავრობო სამეურვეო კომისია თავის მოხსენებაში მოუწოდებდა „ამ წიგნების სკოლებიდან გადაგდებას და დაწვას“.[19]

1920 წელს ტრიანდაფილიდისი კვლავ გაემგზავრა გერმანიაში, საიდანაც უკვე ნ. პლასტირას რევოლუციური მთავრობის პირობებში დაბრუნდა 1923 წელს. ამავე წლის ივნისში მუშაობა დაიწყო ფოლკლორის არქივში, რის შემდეგაც კვლავ გახდა დაწყებითი განათლების უზენაესი ინსპექტორი და პედაგოგიური აკადემიის მასწავლებელი. 1926 წელს იგი გახდა სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორი. სალონიკის უნივერსიტეტმა მას იდეოლოგიური თავისუფლება შესთავაზა, რასაც ათენის უნივერსიტეტი და ათენის აკადემია შეეწინააღმდეგა, სადაც ათენის ფილოსოფიის ფაკულტეტის ლინგვისტური კონსერვატორიზმი დომინირებდა პროფესორის და მოგვიანებით აკადემიკოსის ი. სტამატაკოსის იდეოლოგიური გავლენით. სტამატაკოსმა თავის გამოსვლაში ტრიანდაფილიდისს დამნაშავეც კი უწოდა.[20] ამ თანამდებობაზე ტრიანდაფილიდისი 1935 წლის იანვრამდე დარჩა, შემდეგ კი გადადგა, რათა მთლიანად მიეძღვნა თავი გრამატიკის წერას. ტრიანდაფილიდისმა თავისი კათედრა დატოვა მაკედონიის დედაქალაქში და დაბრუნდა ათენში, სადაც იგი მთლიანად დაკავდა თავისი ნაშრომის „ისტორიული შესავალი“ წერით, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით დაწერა „თანამედროვე ბერძნული გრამატიკა“. ტრიანდაფილიდისის გრამატიკა ფაქტიურად მზად იყო, როდესაც გენერალმა მეტაქსასმა, რომელიც ხელისუფლებაში 1936 წელს მოვიდა, შექმნა კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობდა ტრიანდაფილიდისი, რათა გამოექვეყნებინა დიმოტიკის გრამატიკა.[21] საბერძნეთის გერმანულ-იტალიურ-ბულგარულ სამმაგი ოკუპაციის წლებში, ტრიანდაფილიდისი პენსიაზე გავიდა და განმარტოვდა თავის სახლში. 1945 წელს, ომის დამთავრებისთანავე, ის სამი თვით გაემგზავრა ეგვიპტეში, სადაც შეისწავლა ეგვიპტის დიდი ბერძნული თემის განათლების სისტემა. 1948-1949 წლებში, საბერძნეთის სამოქალაქო ომის რთულ პერიოდში, მან თავისი კანდიდატურა წამოაყენა ათენის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების კათედრაზე. რეაქცია იყო ნეგატიური და ხმაურიანი: მას უწოდეს „კრიმინალი“ და დაადანაშაულეს „მშობლიური განათლების უფსკრულამდე მიყვანაში“. იმავე წელს (1949), ათენის აკადემიის ლინგვისტიკის კათედრაზე, კრიარასმა ასევე დაასახელა ვაკანტურ ადგილზე საკუთარი კანდიდატურა. მაგრამ აკადემიამ განყოფილების ხელმძღვანელის ადგილის ვაკანტურად დატოვება არჩია. მანოლის ტრიანდაფილიდისი გარდაიცვალა 1959 წლის 20 აპრილს ათენში. იგი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული.[22]. მან თავისი უძრავ-მოძრავი ქონება სალონიკის უნივერსიტეტს უანდერძა. ანდერძის თანახმად, მისი ქონება გამოიყენეს თანამედროვე ბერძნული კვლევების ინსტიტუტის — მანოლის ტრიანდაფილიდის ფონდის შესაქმნელად.[23]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119302462 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Swartz A. Open Library — 2007.
  3. 3.0 3.1 Faceted Application of Subject Terminology
  4. 4.0 4.1 LIBRIS
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 6.0 6.1 NUKAT — 2002.
  7. 7.0 7.1 CONOR.SR
  8. Czech National Authority Database
  9. Τα Νέα, 9 Δεκεμβρίου 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-05. ციტირების თარიღი: 2015-07-24.
  10. Ινστιτούτο Νεοελληνικών Σπουδών (Ίδρυμα Μανόλη Τριανταφυλλίδη), Βιογραφικά στοιχεία. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-14. ციტირების თარიღი: 2015-07-24
  11. Λαογραφικός Σύλλογος Βλάχων Βέροιας, Περιεχόμενα Ημερολογίου 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-13. ციტირების თარიღი: 2019-10-21.
  12. Μανόλης Τριανταφυλλίδης, Επιλογή από το έργο του, επιμ. Ξ.Α. Κοκόλης, Θεσσαλονίκη, 1982, σ.ια΄
  13. Μανόλης Τριανταφυλλίδης, Επιλογή από το έργο του, επιμ. Ξ.Α. Κοκόλης, Θεσσαλονίκη, 1982, σ.ιγ'
  14. Βιογραφικά στοιχεία. ციტირების თარიღი: 2015-07-24
  15. Ρένα Σταυρίδη-Πατρικίου 1999, ό.π.
  16. Λέει ο Τριανταφυλλίδης, «Καθώς θυμάμαι μάλιστα, ο Κρουμπάχερ με απέτρεψε από την παιδαγωγική, λέγοντάς μου ότι: Όταν βλέπουμε να έρχεται κανείς εδώ από το Βερολίνο για να σπουδάσει παιδαγωγική, τον θεωρούμε αποτυχημένο επιστήμονα. Το σωστό είναι, πρώτα να καταγίνεται κανείς με μιαν επιστήμη, και ύστερα να ασχοληθεί με την παιδαγωγική.»Μανόλης Τριανταφυλλίδης, Επιλογή από το έργο του, επιμ. Ξ.Α. Κοκόλης, Θεσσαλονίκη, 1982, σ.ιζ
  17. Μανόλης Τριανταφυλλίδης, Επιλογή από το έργο του, επιμ. Ξ.Α. Κοκόλης, Θεσσαλονίκη, 1982, σ.κβ'
  18. Βλ. Ηλίας Δήμος, Τα ψηλά βουνά დაარქივებული 2012-10-18 საიტზე Wayback Machine. .
  19. Βλ. Όλγας Σέλλα, μεταρρύθμιση κρατάει εδώ και 170 χρόνια დაარქივებული 2012-01-05 საიტზე Wayback Machine. εφ. Καθημερινή 16-03-2008: […]"να εκβληθώσι πάραυτα εκ των σχολείων και καώσι […] τα έργα ψεύδους και κακοβούλου προθέσεως"[…].
  20. Δεν έχομεν το δικαίωμα να του συγχωρήσωμεν το γεγονός ότι εις τον κρημνόν παρέσυρε μαζί του και την εκπαίδευσιν της πατρίδος. Τοιούτον εγκληματίαν ουδείς δικαιούται να συγχωρήση. Αξίζει επί του προκειμένου η μελέτη του πλήρους κειμένου της εισήγησης Σταματάκου, διαθέσιμου στη βάση δεδομένων του Αριστοτελείου πανεπιστημίου[მკვდარი ბმული]თარგი:Недоступная ссылка.
  21. http://www.vlioras.gr/Personal/Interests/Education/Persons/1999_12_30_Nea_Triantafyllidis.htm დაარქივებული 2016-01-07 საიტზე Wayback Machine. .
  22. Μανόλης Τριανταφυλλίδης, Επιλογή από το έργο του, επιμ. Ξ.Α. Κοκόλης, Θεσσαλονίκη, 1982, σ. οβ΄
  23. Βλ. «Στον κήπο της γλώσσας μας დაარქივებული 2018-10-13 საიტზე Wayback Machine. », εφ. ΤΟ ΒΗΜΑ, 7 Μαΐου 2006. Συντάσσω τη διαθήκη μου με σκοπό να χρησιμέψει η μικρή περιουσία μου και μετά το θάνατό μου για να συνεχιστεί το έργο που θεωρώ από τα πιο απαραίτητα για την καλλιέργεια του εθνικού μας πολιτισμού και την πνευματική πρόοδο του λαού μας. […] Θέλω να ωφεληθούν κάπως από την περιουσία μου τα Ελληνόπουλα, γιατί αυτά βασανίζονται και ζημιώνουν από τη γλωσσική ακαταστασία που βασιλεύει στην παιδεία και στη ζωή μας.