მანიქეიზმი, მანიქეველობა (სპარს.: آیین مانی Āyin e Māni, მოძღვრების დამფუძნებლის – მანის (216-276), მანექის სახელიდან) — III საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში წარმოშობილი რელიგიური მოძღვრება, რომელიც წარმოადგენდა ქალდეურ-ბაბილონური, სპარსული (ზოროასტრიზმი, მაზდეანობა, ფარსიზმი) და ქრისტიანული მითებისა და რიტუალების სინთეზს, რომელიც ფართოდ გავრცელდა სპარსეთიდან ჩინეთამდე. მანი – მქადაგებელი ზეცის მოვლენილად ითვლებოდა, მანვე გადმოიღო ქრისტიანული მესიანიზმის იდეა, საფუძვლად კი გახდა ზოროასტრიზმის დუალიზმი: სამყაროს ორი საწყისი აქვს, სიკეთე და ბოროტება, სინათლე და წყვდიადი, პირველის მეუფეა ღმერთი, მეორის – სატანა, ეშმაკი. მათი ბრძოლა დასრულდება პირველი კატასტროფით: ბოროტება (მატერია) დაიღუპება, სიკეთე (სული) განთავისუფლდება. ეს იქადაგა მანექმა შაპურ I-ის გამეფებისას, ზოროასტრის ქურუმები მტრულად შეხვდნენ, ხოლო ახალმა შაჰმა ბაჰრამ I-მა მანი დილეგში ჩააგდო, 277 წელს კი სიკვდილით დასაჯა. წყვდიადის ძალად ცხადდებოდა მჩაგვრელთა კლასი, ამდენად ეს იყო მებრძოლი, თუმცა მქადაგებლური, პასიური სარწმუნოება, რაც ქრისტიანობამ ერესად გამოაცხადა. ბრძოლა გაგრძელდა V საუკუნის შუახანებამდე, შემდეგ დარჩა დევნილი ერესების სახით.

მანიქეველი მოძღვრები, გრაგნილზე წარწერა უიგურის ენაზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: