მანიკუაგანის წყალსაცავი

მანიკუაგანის წყალსაცავი, მანიკუაგანის ტბა (ინგლ. Manicouagan Reservoir) — რგოლისებრი ტბა კანადაში, კვებეკში. მდებარეობს ლავრენტის მაღლობზე, ზღვის დონიდან 342–359 მ სიმაღლეზე. მოქცეულია მანიკუაგანის კრატერში, რომელიც წარმოიქმნა მეტეორიტის ვარდნის შედეგად.[1] წყალსაცავის ფართობი შეადგენს 1942 კმ²-ს, წყლის მოცულობა 137,9 კმ³-ს.[2] საშუალო სიღრმე 85 მ, მაქსიმალური სიღრმე 350 მ. ტბის შუაგულში მდებარეობს კუნძული რენე-ლევასერი, რომელზედაც აღმართულია ბაბელის მთა (952 მ). მანიკუაგანი და მისი კუნძულები კარგად მოჩანს კოსმოსიდან და ამიტომ მას „კვებეკის თვალსაც“ უწოდებენ. ტბის ფართობი გაიზარდა 1960 წელს, როდესაც კომპანია Hydro-Québec-მა ააშენა დიდი რაოდენობით კაშხლები ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად. კაშხლების კომპლექსს ასევე ეწოდება მანიკ-უტარდის პროექტი, რადგანაც ისინი მდებარეობენ მდინარეებზე მანიკუაგანზე და რივერ-ოზ-უტარდზე. მანიკუაგანის წყალსაცავი მუშაობს ჰიდროაკუმულატორის რეჟიმში. ზამთრის თვეებში წყალსაცავის წყლის დონე კლებულობს.

მანიკუაგანის წყალსაცავი
ინგლ. Manicouagan Reservoir

ტბის ხედი ორბიტიდან
კოორდინატები: 51°23′ ჩ. გ. 68°42′ დ. გ. / 51.383° ჩ. გ. 68.700° დ. გ. / 51.383; -68.700
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ტერიტორიული ერთეული კვებეკი
ზღვის დონიდან 342-359
ფართობი 1942 კმ²
მოცულობა 137,9 კმ³
უდიდესი სიღრმე 350
საშუალო სიღრმე 85
მანიკუაგანის წყალსაცავი — კანადა
მანიკუაგანის წყალსაცავი
მანიკუაგანის წყალსაცავი — კვებეკი
მანიკუაგანის წყალსაცავი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება