მანეთონი

ეგვიპტელი ქურუმი და ისტორიკოსი

მანეთონი (ბერძ. Μανέθων) — ეგვიპტელი ქურუმი და ისტორიკოსი, ცხოვრობდა ძვ. წ. IV-III საუკუნეებში. პტოლემაიოსების დინასტიის დროს. წერდა ბერძნულად, თუმცა, როგორც ეგვიპტის ყველაზე განათლებული ფენის წარმომადგენელმა, ეტყობა კარგად იცოდა ეგვიპტური ენა და დამწერლობა. თანამედროვე ეგვიპტოლოგიის წინაშე მანეთონის დამსახურების ყველაზე ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მის მიერ შემუშავებული ეგვიპტის ფარაონთა დინასტიებად დაყოფის პრინციპი (მანეთონმა ეგვიპტის ფარაონები მენესიდან ალექსანდრე მაკედონელამდე 30 დინასტიად დაყო, ხოლო მენესამდელი პერიოდი შეავსო „ღმერთებისა“ და „ნახევრად ღმერთების“ ლეგენდარული დინასტიებით) თითქმის უცვლელად გამოიყენება თანამედროვე მეცნიერებაში. მისი ნაშრომი ფრაგმენტების სახითაა მოღწეული ებრაელი მეცნიერის იოსების (I საუკუნე) და ქრისტიანი ავტორების სექსტუს იულიუს აფრიკანუსისა (ახ.წ. III ს.) და ეუსებიუსის (ახ. წ. IV ს.) შრომებში.

მანეთონი
დაბ. თარიღი ძვ. წ. III საუკუნე
გარდ. თარიღი უცნობია
მოქალაქეობა პტოლემეების სამეფო
საქმიანობა high priest, ისტორიკოსი და მწერალი[1]

სახელი მანეთონი, ეგვიპტური სახელის ბერძნული ფორმაა. ყველაზე ხშირად თვლიან რომ, მისი ეგვიპტური ფორმა წარმოიშვა ძველი ეგვიპტური პროტოტიპის მიხედვით. მისი სახელი ითარგმნება როგორც სიბრძნის ღმერთი.

მანეთონი იყო ეგვიპტელი და დაინტერესებული იყო ეგვიპტის ისტორიით, ის წერდა სუფთა ბერძნულ ენაზე. მანეთონს, გარდა ცნობილი ეგვიპტის ისტორიისა, ხანდახან მიაწერენ შემდეგ თხზულებებს, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს:

  • წმინდა წიგნი
  • შემოკლებითი ამონაწერები ფიზიკიდან
  • დღესასწაულების შესახებ
  • ძველი წესები
  • კიპის შემოქმედებაზე
  • ჰეროდოტეს წინააღმდეგ
  • წიგნი სოტისი
  • აპოტელესმატიკის ექვსი წიგნიდან ასტრონომიური ქმნილებები

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, (გიორგი მელიქიშვილის რედაქციით), თბ., „მეცნიერება“, 1988

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.