მანა — ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფო ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში, თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. I ათასწლეულის დასაწყისში ურმიის ტბის მიდამოებში არსებობდა სახელმწიფო ტიპის რამდენიმე გაერთიანება. ძვ. წ. IX საუკუნეში მანა გაძლიერდა (პირველად იხსენიება ძვ. წ. 843) და ძვ. წ. VIII საუკუნეში უკვე მსხვილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. მოსახლეობას შეადგენდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, მათ შორის ირანულიც. სახელმწიფოში დიდ როლს თამაშობდა გვაროვნული და მსახურეული არისტოკრატია. ძვ. წ. VII საუკუნის დამდეგს მანა წარმატებით ებრძოდა ასურეთს, მაგრამ ძვ. წ. 660-659 წლებში დამარცხდა. ამ მარცხს მოჰყვა სახალხო აჯანყება და მანის მეფის ახშერის მოკვლა. ძვ. წ. VII საუკუნეში მანის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სკვითები. იმავე VII და VI საუკუნეების მიჯნაზე მანა დაიმორჩილა და შეიერთა მიდიამ.

თასი ქასანლუდან. ძვ. წ. VIII—VII საუკუნეები

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მანა&oldid=2826111“-დან