მამუკა ჩიქოვანი (დ. 20 აგვისტო, 1976) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი.

მამუკა ჩიქოვანი
დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1976 (1976-08-20) (47 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
საქმიანობა იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1976 წლის 20 აგვისტოს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1998-1999 წლებში იყო ტელევიზია „კლდეკარის“ დირექტორი. 1999-2000 წლებში — ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რუსთავის განყოფილების გამგე. 2000-2002 წლებში — საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორი. იყო რუსთავის საკრებულოს მდივანი 2002-2004 წლებში. 2004-2008 წლებში — რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე. 2008 წელს გახდა რუსთავის მერი. ამ თანამდებობას იგი 2011 წლამდე იკავებდა. 2011-2013 წლებში — ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის პირველი მოადგილე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), სადაც ხმათა 41,17% მიიღო (26 528 ხმა) და მეორე ადგილი დაიკავა.[1] 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება