მამუკა ზაალიშვილი

მამუკა ზაალიშვილი (დ. 9 თებერვალი, 1947, თბილისი — გ. 29 მარტი, 2022) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი. პროფესორი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ინტერიერის განყოფილება, ხოლო 1978 წელს ამავე აკადემიის ასპირანტურა.

1968 წლიდან მუშაობდა საპროექტო ორგანიზაციებში: „კურორტპროექტში“, „ვოენპროექტი“, "თბილქალაქპროექტი" და "თბილზნიიეპი" არქიტექტორის, უფროსი არქიტექტორის, ჯგუფის ხელმძღვანელის და პროექტის მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე. საქართველოს ელექტრიფიკაციისა და მექანიზაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი იყო 1997-2001 წლებში. თბილისის სამხატვრო აკადემიაში მუშაობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე, მასწავლებლის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის თანამდებობებზე 1985 წლიდან. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და პროექტის ავტორი: "ქარიშხალას" სპორტული კომპლექსი ქ. თბილისში; რუსთაველის ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის რეალიზებული პროექტი, კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმა პოლიკლინიკა 250 მომსვლელზე ქ. თბილისში, პიონერთა ბანაკი 240 ადგილზე დაბა კაბარდინკაში, თბილისის გენერალური გეგმის კონცეფცია, ტურისტული სასტუმრო 1000 ადგილით, ექსპერიმენტული საბავშვო ბაგა-ბაღი რთულ რელიფზე, 21-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ყაზბეგის ქუჩაზე და სხვა. იყო ეთიკისა და საავტორო უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2015 წელს.

ჯილდოები რედაქტირება

  • 2015 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 230-231

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება