მამუკა არეშიძე (დ. 27 ნოემბერი, 1957, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-1999 წლებში.

მამუკა არეშიძე
დაბადების თარიღი 27 ნოემბერი, 1957 (1957-11-27) (66 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

1973 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა. 1974 წელს დაიწყო მუშაობა ქ. თბილისის მე-2 სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში მუშად და სანიტრად. 1975-1981 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დრამის სარეჟისორო ფაკულტეტზე (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). 1981-1995 იყო პროგრამა „საღამო მშვიდობისას“ წამყვანი და რეჟისორი, სატელევიზიო პროგრამის „გავიხსენოთ საქართველოს“ ხელმძღვანელი. 1993-1995 წლებში იყო „მოამბის“, „ქვიშის საათის“ მთავარი რედაქტორი.

საქართველოს სამოქალაქო ომის დროს მამუკა არეშიძე იყო თენგიზ კიტოვანის დაჯგუფების წევრი და მონაწილეობდა კანონიერი ხელისუფლების დამხობაში[1]:

 
„როცა სასტუმრო "თბილისი" იწვოდა, კიტოვანის მომხრეები "იმელში" იყვნენ გადასული. მეც იქ ვიყავი, იმიტომ, რომ იმხანად ოპოზიციაში ვიყავი. სამწუხაროდ, ჩართული ვიყავი იმ პროცესში. ჩართულობას იმიტომ კი არ ვნანობ, რომ პოლიტიკური გემოვნება შემეცვალა, არამედ იმიტომ, რომ ძმათა მკვლელი ომის მონაწილე ვიყავი. იმ დღეს ჩემი თვალით ვნახე, ტყვია-წამლით დატვირთული მანქანა როგორ იცლებოდა "იმელის" შენობასთან. იმ ავტომობილის დაცვაში იყვნენ რუსული სპეცდანიშნულების რაზმ "ღამურების" წევრები. ამას განმასხვავებელი ნიშნით მივხვდი, რომელიც ეკეთათ. ნახევარი მანქანა რომ ჩამოცალეს, ვკითხე, რატომ არ ცლით ბოლომდე-მეთქი, და მიპასუხეს, დანარჩენი იქითა მხარისთვის მიგვაქვსო. თუ არ ვცდები, ეს იყო 1992 წლის იანვრის დასაწყისი.“
(მამუკა არეშიძე, ინტერვიუ კვირის პალიტრასთან[1]. 29 აპრილი, 2024)


1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარი) საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1997 წელს იყო გარმიშ - პატერკირხენის ევროპული უსაფრთხოების სკოლის (გერმანია) მსმენელი. 1995-2007 წლებში იყო თეატრისა და კინოს სახელწმიფო უნივერსიტეტში ტელერეჟისურის და ტელესაქმის პედაგოგი.

2003 წლიდან დღემდე არის არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი. 2007 წლიდან არის საქართველოს კავკასიური უნივერსიტეტის პროფესორი. 2009 წლიდან დღემდე არის რადიო „პალიტრას“ საავტორო გადაცემის „კავკასიური პალიტრის“ ავტორი და წამყვანი.

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. 1.0 1.1 „ვიცი, ჩემი ნათქვამი გამოიწვევს დიდ ვნებათაღელვას, მაგრამ ჯობია სიმართლე იცოდეს ხალხმა, ამას პირველად ვამბობ“. კვირის პალიტრა (29 აპრილი 2024). დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.05.2024.